Jay-Z ენდი უორჰოლის და ჟან-მიშელ ბასკიას პატივსაცემად პარიზში კონცერტს გამართავს

„სადღესასწაულო კონცერტი“ პარიზში, პარასკევს, Fondation Auditorium-ში გაიმართება
Jay-Z როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, 2021 წლის 30 ოქტომბერი. ფოტო: კევინ მაზური
Jay-Z როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, 2021 წლის 30 ოქტომბერი. ფოტო: კევინ მაზური

2023 წლის „გრემის“ დაჯილდოების შემდეგ, სადაც Jay-Z-მ და DJ Khaled-მა God Did შეასრულეს, არტისტი სცენაზე ბრუნდება. პარასკევს, 14 აპრილს, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი ერთჯერად „სადღესასწაულო კონცერტს“ ენდი ვორჰოლს და ჟან-მიშელ ბასკიას პატივსაცემად გამართავს. 

Louis Vuitton Foundation-ის ოფიციალური ვებგვერდის გავრცელებული ინფორმაციით Jay-Z-ს პერფორმანსი Foundation’s Auditorium-ში 14 აპრილს, საღამოს ცხრა საათზე გაიმართება. ღონისძიების მთავარი სპონსორი კი,  ცნობილი კომპანია Tiffany and Co. არის.

2023 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე გამოსვლის შემდეგ Jay-Z-მ TIDAL-თან მუსიკაში მრავალწლიანი პაუზის შესახებ და სცენაზე გამოსვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. „დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი, რომ ისევ ჩვენი კულტურისთვის, ჰიპ-ჰოპისთვის, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის ტრადიციული სიმღერა, არ არის სტრუქტურულად ტრადიციული სიმღერის ჟღერადობა, რომელიც წლის სიმღერაზე იქნება ნომინირებული. ეს არ არის ის, რასაც ელოდებით. სწორედ კულტურისთვის და ჰიპ-ჰოპისთვის ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.“

მიუხედავად იმისა, რომ Jay-Z-ს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალი ალბომი არ გამოუშვია, ის კვლავ რჩება რეპის და მუსიკალური ინდუსტრიის ცენტრში. „ბილბორდმა“ ის ყველა დროის საუკეთესო რეპერად დაასახელა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სოლანჟ ნოულზი და ბიონსე Met Gala-ს ღონისძიებაზე, 2016 წლის 2 მაისი, ნიუ იორკი. ფოტო: ნიკოლას ჰანტი

ბიონსეს და სოლანჟის მამა – მეთიუ ნოულსი შვილების ბავშვობის  ფოტოს აქვეყნებს: „ჩვენს შვილებს მხარი უნდა დავუჭიროთ“

შემდეგი სტატია

Asea Sool ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოკლიპს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ჰადსონი 2026 წლის 30 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულ MusiCares Person of the Year-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტო: Lester Cohen/Getty Images for The Recording Academy

მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ჯენიფერ ჰადსონი, ნიკოლ შერზინგერი და სხვა ვარსკვლავები წარდგებიან

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ტომ კრუზიც გამოჩნდება
მეტი
Mechanical Rainbow ფოტო: ნიტა შარიფაშვილი

Mechanical Rainbow-ს ახალი სინგლი PANDORA

„PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“
მეტი
მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი Pierre-Giles Vidoli/WWD

Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთად პირველად მოხვდნენ

Madonna-ს ახალი ალბომი CONFESSIONS II Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და ის საუკეთესო ათეულში მაიკლ ჯექსონის ლეგენდარულ ალბომს, Thriller-ს შეუერთდა, რომელიც ასევე ჩარტის ლიდერთა შორისაა.
მეტი
ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი