ლედი გაგა ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის თანახელმძღვანელად დასახელდა

ლედი გაგამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და საპრეზიდენტო კომიტეტს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
ფოტო: ემა მაკინტაირი, WarnerMedia/GI

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომღერალი ლედი გაგა ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაასახელა. 

ლედი გაგა კომიტეტს ცნობილ ჰოლივუდელ პროდიუსერთან, ოსკაროსან ბრიუს კოენთან ერთად გაუძღვება.  ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის წევრები იქნებიან კერი ვაშინგტონი, ჯონ ბატისტი, ჯორჯ კლუნი, ჯენიფერ გარნერი, ტროი კოცური, შონდა რაიმსი, მარტა კაუფმანი და სხვა ცნობილი სახეები.

მივესალმებით ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტის ახლად არჩეულ წევრებს, ბრიუს კოენისა და ლედი გაგას ხელმძღვანელობით” – წერია პოსტში, რომელიც კომიტეტის ტვიტერის ოფიციალურმა ანგარიშმა გამოაქვეყნა – „მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითი ცვლილებები შევიტანოთ ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მუშაობის პროცესში“ 

აღნიშნული პოსი ლედი გაგამაც გააზიარა. Პოსტის აღწერაში ვარსკვლავმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კომიტეტს მადლობა გადაუხადა. 

 ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საპრეზიდენტო კომიტეტი 1982 წელს დაარსდა, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი ორგანო კულტურის საკითხებში.  

ნახეთ თეთრი სახლისა და ლედი გაგას მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტები: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ვოკალისტების გუნდის გარდაცვლილი მომღერლის, ნიკოლ ჰერსტის სახელობის სტიპენდია დააწესა

შემდეგი სტატია

ცნობილი ამერიკული ჯგუფი Inner City თბილისში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი