ლეგენდარული ჯაზ პიანისტი აჰმად ჯამალი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჰმად ჯამალს თავიანთ შთაგონებად ასახელებდნენ მაილს დევისი, ჰერბი ჰენკოკი და კით ჯარეტი.
აჰმად ჯამალი 1959 წელს
CBS Photo Archive/GI

ლეგენდარული ჯაზ პიანისტი აჰმად ჯამალი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც The New York Times წერს, ჯამალი საკუთარ სახლში სიმსივნით გარდაიცვალა.

ცნობილი პიანისტისა და კომპოზიტორის უნიკალური ჟღერადობა შთაგონებად იქცა ისეთი დიდი ჯაზმენებისთვის, როგორებიც იყვნენ მაილს დევისი და მაკკოი ტაინერი. ისევე როგორც ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის, რომლებმაც თავიანთ კომპოზიციებში ჯამალის მუსიკა გამოიყენეს. Მათ შორის არიან J Dilla (სიმღერა Stakes Is High) , Nas  (The World is Yours) და DJ Premiere (Soliloquy of Chaos).

აჰმად ჯამალს თავიანთ შთაგონებად ასახელებდნენ ჰერბი ჰენკოკი და კით ჯარეტიც. ლეგენდარულმა მაილს დევისმა კი (რომელიც ჯამალის კომპოზიციებს უკრავდა) ერთხელ თქვა: “მთელი ჩემი შთაგონება აჰმად ჯამალისგან მოდის”.

აჰმად ჯამალი 1930 წელს პიტსბურგში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია ფრედერიკ რასელ ჯონსი. ფორტეპიანოზე დაკვრა ადრეულ წლებში დაიწყო. 1950 წელს იგი ჩიკაგოში გადავიდა. ისლამის მიღებამ კი მუსიკოსს ახალი სასცენო სახელი მოუტანა – აჰმად ჯამალი. მისმა ტრიომ Three Strings (ფორტეპიანო-გიტარა-ბასი) ლეგენდარული პროდიუსერის ჯონ ჰამონდის ყურადღება მიიქცია და მათ კონტრაქტი გაუფორმა, რაც დიდი კარიერის დასაწყისი გახდა. 

პირველი სტუდიური ალბომი Ahmad Jamal Plays მუსიკოსმა 1955 წელს გამოუშვა. 1958 წელს კი ჩიკაგოს ღამის კლუბში ჩაწერილი ლაივ ალბომი At the Pershing: But Not for Me გამოვიდა, რომელმაც ჯამალის ჟღერადობა მსოფლიოს გააცნო. ალბომმა ორ კვირაზე მეტი გაატარა ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში, რაც ალბომებისთვის იშვიათი შედეგია. ალბომში შედიოდა პიანისტის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია Poinciana.

კარიერის განმავლობაში ჯამალს გამოცემული აქვს 60-ზე მეტი ალბომი და მინიჭებული აქვს ჯაზის ცოცხალი ლეგენდის სტატუსი. 

ჯამალმა მისი უკანასკნელი ალბომი 2019 წელს ჩაწერა. ალბომში შევიდა მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციის Poinciana-ს სოლო ვერსიაც, რაც ამავე დროს მუსიკოსის დიდი კარიერის სიმბოლურ დასასრულად იქცა. 

Მოუსმინეთ აჰმად ჯამალის Poinciana-ს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Racing Green Hoojey – მწვანე „ხულიგანკას” ისტორიები Melqo-ს ახალ ჰიპ-ჰოპ კომპოზიციაში

შემდეგი სტატია

ჰავაიზე მდებარე სასტუმრო, სადაც ფილმი Blue Hawaii არის გადაღებული, თავიდან აშენდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი