Racing Green Hoojey – მწვანე „ხულიგანკას” ისტორიები Melqo-ს ახალ ჰიპ-ჰოპ კომპოზიციაში

Melqo

Melqo მსმენელს ახალ სიმღერას უზიარებს – ამჯერად ჰიპ-ჰოპ კომპოზიციას სახელწოდებით Racing Green Hoojey. „ჰიპ-ჰოპში თავის გამოცდა ძალიან სახალისო პროცესია. ყოველი ვერსით ისევ ის ცელქი, ღიმილიანი ბიჭი ვხდები, ყულაბიდან დანით ამოქექილი ხურდით „ემენდემსებს” რომ არიგებდა უბანში” – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში. ბილბორდ საქართველოსთან საუბრისას კი სიმღერის ისტორიას ჰყვება.

Melqo:

„ეს არის დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისის კრებითი სახე. მაშინ ე.წ. „ხულიგანკა” bmw ყველას მოსწონდა, ჩემს ასაკში განსაკუთრებით. ყველაფერი რაც ხდებოდა, ხდებოდა „ხულიგანკაში”, ანუ ძველ bmw E90-ში. მაგითი მიდიოდნენ გარჩევაზე, გასართობად… მოკლედ, საოცნებო მანქანა იყო. მაგითი თუ გამოჩნდებოდი, ესე იგი სერიოზული ადამიანი იყავი – „ხულიგანი”, ასე ვთქვათ. Აი, მაგ პერიოდის გამოძახილია ეს სიმღერაც და თან ჩემს მეგობრებს მივუძღვენი, რომლებიც ვიცი, რომ ახლაც თავის „ხულიგანკებში” ან ახალ bmw-ებში სხედან, უსმენენ და მუსიკას თავს აყოლებენ.

საერთოდ ჩემთვის ჰიპ-ჰოპი პირდაპირი გამოძახილია, გაუფილტრავი და უხეში. Აქ იმდენად ნამდვილი ხარ, რომ პირველადი იმპულსი გამოდის. პირველადი იმპულსი კი ჩემთვის დაკავშირებულია ყოველთვის ბავშვთან და იმ ბავშვობასთან, რომლიდანაც მოდიხარ. მეც ეგეთი „ხულიგანი” ბავშვი ვიყავი, „ემენდემსებს” რომ ვარიგებდი მოპარული ფულით და აი, ეგ გამოვამჟღავნე ამ სიმღერით.

ზოგადად ჰიპ-ჰოპი ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილი და შემადგენელია. ეს Racing Green Hoojey უცხოელი არტისტის ინსტრუმენტალზეა შექმნილი. თუმცა ახლა ვაპირებ ჰიპ-ჰოპ EP-ს გამოშვებას, რომელიც უკვე ქართველი მუსიკოსების ბითებზე იქნება გაკეთებული. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსია საქართველოში. მათ ინსტრუმენტალებს ვაგროვებ და მინდა, რომ მათთან კოლაბორაცია გავაკეთო. EP-ს გამოშვებას ზაფხულში ვგეგმავ.”

მოუსმინეთ Melqo-ს Racing Green Hoojey-ს

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსე Time-ის 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშია

შემდეგი სტატია

ლეგენდარული ჯაზ პიანისტი აჰმად ჯამალი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი