Doja Cat  „სატანისტური“ ტატუს შესახებ ბრალდებებს სარკაზმით პასუხობს

„თუკი სატანისტს მიწოდებთ, ამას ვაფასებ, რადგან მომწონს, რომ გულწრფელი ხართ“ – აღნიშნა არტისტმა.
ფოტო: მაიკლ ბაკნერი


Doja Cat სოციალური მედიის კრიტიკის სამიზნე გახდა. რამდენიმე დღის წინ არტისტმა ახალი ტატუს ფოტო გამოაქვეყნა. კრიტიკა სწორედ ტატუს დიზაინმა გამოიწვია – ეს იყო ცხოველის ფიგურა ქალის სხეულის ნაწილებით. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა ვარსკვლავის ტატუში დემონის გამოსახულება დაინახა. 

როდესაც მუსიკოსმა ახალი ალბომის შესახებ ტვიტერზე პოსტი დაწერა, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა Doja Cat-ს მიმართა – „რა აზრი აქვს მუსიკის წერას და რაიმეს შექმნას, თუ ის დროს არ გაუძლებს?! ვიმედოვნებ, რომ მასზეც სატანისტური გავლენა არ არის“. ტატუს შესახებ მოსაზრება გამოთქვეს  ტვიტერის სხვა მომხმარებლებმაც. აღსანიშნავია, რომ არტისტმა პასუხი ორივე მათგანს დაუბრუნა.  Doja Cat-ის გამოხმაურებაში ღიად სარკასტული დამოკიდებულება იგრძნობოდა. „თუკი სატანისტს მიწოდებთ, ამას ვაფასებ, რადგან მომწონს, რომ გულწრფელი ხართ“ – აღნიშნა არტისტმა. 

მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა ახალი ტატუს ფოტო გამოაქვეყნა, მან ამ გამოსახულების წარმომავლობისა და მნიშვნელობის შესახებ განმარტებას კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა. Doja Cat-ის ინსტაგრამზე ე.წ. კარუსელის სახით ატვირთული ფოტოები მიუთითებს, რომ ტატუს ინსპირაცია იტალიელი ფიზიკოსისა და ფილოსოფოსის, ფორტუნიო ლიჩეტის ილუსტრაციებია. ილუსტრაციების სერიის სახელწოდებაა „მონსტრები“ და ის  1655 წლით თარიღდება. 

კრიტიკის პარალელურად, Doja Cat-ის თაყვანისმცემლებმა ვარსკვლავს მხარი დაუჭირეს. როგორც მუსიკოსის გულშემატკივრები აღნიშნავდნენ, ხშირად ადამიანები სატანისტურს უწოდებენ იმას, რაც მათთვის უცხოა და უბრალოდ არ ესმით.  

ნახეთ Doja Cat-ის ახალი ტატუ და პასუხები, რომლითაც ვარსკვლავი კრიტიკას გამოეხმაურა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Imagine Dragons

Imagine Dragons, The Killers, FKJ, Nile Rodgers & Chic, Damian Lazarus, All Day I Dream – Black Sea Arena-ს  მასშტაბური ზაფხულის ღონისძიებები

შემდეგი სტატია

აარონ კარტერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი