კაილი მინოუგმა ახალი ალბომი – Tension დააანონსა

მომღერალმა ალბომის გამხსნელი სინგლის სახელწოდებაც გაამხილა.
ფოტო: ედვარდ კუკი


კაილი მინოუგი ახალი ალბომით დაბრუნდა. ვარსკვლავმა თავისი მეთექვსმეტე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Tension დააანონსა. ალბომი 2023 წლის 22 სექტემბერს გამოვა.

 პირველი სინგლი, რომელიც დაანონსებული ალბომიდან გამოიცემა არის სინღერა სახელწოდებით Padam Padam, თუმცა ვარსკვლავს ჯერჯერობით გამოსვლის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. „ამ ალბომზე მუშაობა გახსნილი გონებით სუფთა ფურცლიდან დავიწყე.“ – აღნიშნა მომღერალმა. როგორც მინოუგი ამბობს, მისი წინა ალბომებისგან განსხვავებით, ამ ნამუშევარში რაიმე კონკრეტული თემა არ არსებობს და სურდა თითოეულ სიმღერას ინდივიდუალურად მისდგომოდა. „ვიტყოდი, რომ ეს არის ჩემი პროფესიული რეფლექსია, კლუბური მოტივებისა და მელანქოლიის ნაზავი“ 

კაილი მინოიუგმა წინა ალბომი, სახელწოდებით Disco 2020 წელს გამოუშვა და Billboard-ის Top Dance/Electronic Albums ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 

ნახეთ კაილი მინოუიგის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტი, რომლითაც არტისტმა ახალი ალბომის – Tension დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი ​​Loreen გახდა

შემდეგი სტატია

ილონ მასკის თქმით, ტვიტერის ახალი CEO ლინდა იაკარინოა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი