ნინო ქათამაძე Insight-თან ერთად ამერიკის და კანადის საკონცერტო ტურნეს აანონსებს

ტურნეს ფარგლებში ნინო ქათამაძე და Insight ატლანტიკ სითიში ცნობილი სახელოვნებო სივრცის – Caesars Palace Theater-ის სცენაზე წარდგებიან.

ნინო ქათამაძის მუსიკალური მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამართულ არაერთ წარმატებულ კონცერტს აერთიანებს.  ამჯერად მუსიკოსი Insight-თან ერთად ამერიკასა და კანადაში დაგეგმილ ტურნეს აანონსებს.  ტურნე 2023 წლის 22 სექტემბერს დაიწყება და პირველ ოქტომბერს დასრულდება. ლოს ანჯელესი, სან ფრანცისკო, სიეტლი, ტორონტო, ატლანტიკ სითი, ჩიკაგო – ეს ის ქალაქებია, რომელსაც ტურნე აერთიანებს. 

კონცერტებზე აუდიტორია გამორჩეულ მუსიკალურ რეპერტუარს  მოისმენს. პროგრამა მოიცავს როგორც უკვე ნაცნობ კომპოზიციებს ასევე ქართული და თანამედროვე მსოფლიო მუსიკის სინთეზს.

როგორც ნინო ქათამაძე „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მსგავსი მასშტაბის ტურის დაგეგმვა საკმაოდ დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო, ამ პროცესს დიდი გამოწვევებიც ახლავს თან. 

ნინო ქათამაძე, მუსიკოსი:

„ძალიან რთულია, საქართველოდან ევროპის და ამერიკის ტური დაგეგმო. ეს განსაკუთრებულ მზადყოფნას მოითხოვს, მათ შორის ტექნიკურ მზადყოფნასაც. მაგალითად, თუნდაც შესაბამისი სტანდარტების დაცვით უნდა მართავდე სოციალურ მედიას და აზიარებდე ინფორმაციას. ასევე ცხადია უმნიშვნელოვანესია მუსიკალური  რეპერტუარი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გინდა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული მუხტის მუსიკა გაიტანო და მსმენელს წარუდგინო. ჩვენი ტური დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, ყველა დეტალის გათვალისწინება იყო საჭირო. ამ ეტაპზე კონცერტებით რამდენიმე დიდ ქალაქში გველიან და ბილეთების გაყიდვაც დაწყებულია. ტურნეს მსოფლიოში არამშვიდობიანი პერიოდი დაემთხვა, რაც ცხადია გარკვეულ სირთულეებს ქმნის.“

ტურნეს ფარგლებში ნინო ქათამაძე და Insight ატლანტიკ სითიში ცნობილი სახელოვნებო სივრცის – Caesars Palace Theater-ის სცენაზე წარდგებიან. ეს მუსიკალური საღამო მუსიკოსებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან საკულტო ვენიუს სივრცეში შოუ სხვადასხვა დროს არაერთმა ლეგენდარულმა შემსრულებელმა გამართა. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკისა და კანადის ტურნემდე ნინო ქათამაძე და Insight კიდევ რამდენიმე კონცერტს გეგმავს. პირველი უახლოესი კონცერტი 31 მაისს კიპრზე გაიმართება, 26 ივნისს კი მუსიკალური კოლექტივი მსმენელის წინაშე ლონდონში წარდგება. ამის შემდეგ კონცერტები გაიმართება ლატვიაში, ესტონეთსა და ყაზახეთში. 23 ივლისს კი ნინო ქათამაძეს და Insight-ს მსმენელი კვლავაც ტრადიციულად იხილავს ფესტივალ „არტ-გენზე“. 

პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ფიზიკურ ფორმატში გამართული კონცერტების დაბრუნება მუსიკალური ინდუსტრიისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რასაც ბევრი გამოწვევაც ახლავს თან. როგორც ნინო ქათამაძე „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას ამბობს, ამ პერიოდმა გამოიწვია ის პაუზა, რომლის შემდეგაც ახალი ეტაპი იწყება და საჭიროა მსმენელი ამ გამოცდილებას კვალვაც მიეჩვიოს. 

ნინო ქათამაძე, მუსიკოსი:

„ცოცხალ კონცერტებზე სიარული ემოციურ და დროის რესურსთან არის დაკავშირებული. პანდემიის დროს სახლში ყოფნისას ადამიანები ჩანაწერის ყურებას მიეჩვივნენ და ამან ბევრი რამ შეცვალა. მიმაჩნია, რომ ახლა ყველაფერი თავიდან იწყება -მსმენელიც თავიდან არის მოსაპოვებელი, რეპერტუარიც თავიდან არის ასაწყობი. ასევე ბევრი რამ შეცვალა ომმა – მუსიკალურ შემოქმედებაში ახლა ყველაფერი მეტად გასააზრებელია.  საჭიროა, მუსიკოსმა მსმენელის გულის ველზე გაიაროს და სათქმელი მასთან სწორი ფორმით მიიტანოს.“

28, 29 აპრილს, ნინო ქათამაძე ბენდთან ერთად კიევში, უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე წარდგა. უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, კიევში კონცერტები მკაცრი რეგულაციებით ტარდება, რაც უსაფრთხოების ნორმების გამო, პირველ რიგში აუდიტორიის რაოდენობის შეზღუდვას  გულისხმობს. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ნინო ქათამაძემ და Insight-მა შეძლეს, რომ სრულყოფილი მუსიკალური საღამო გაემართათ, რაც საქველმოქმედო მიზნებს გარდა, უკრაინელ მსმენელთან იმ კომუნიკაციას გულისხმობს, რაც ახლა ასე საჭირო და მნიშვნელოვანია. 

მუსიკის როლის შეფასებისას, ნინო ქათამაძე ამბობს, რომ ეს არის ისტორიის თხრობის მუსიკალური ჟანრი და ამ პროცესს დიდი გააზრება და სწორად გადმოცემა სჭირდება. 

ნინო ქათამაძე, მუსიკოსი:

„იმ მოვლენებმა, რასაც ვხედავთ, შესაძლოა უცაბედი რეაქციის სახით მუზა აღძრას, თუმცა თვითონ თემა უნდა დაღვინდეს. ამას კი დრო სჭირდება, რომ მოსაყოლადაც გასაგები იყოს. ემოციაც უნდა დაიხვეწოს და საინტერესო ფორმა მიეცეს„

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა დედობასა და რადიკალ ქალთა მოდელებზე საუბრობს

შემდეგი სტატია

ჰეილი ბიბერი ამბობს, რომ შვილის გაჩენის ეშინია

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი