სასამართლომ ოდეკოლონის ბრენდს ჯეი-ზისთვის 6.8 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ორი წლის წინ გამოტანილი განაჩენი, რითაც რეპერი 67 მილიონი დოლარის გადახდისგან განთავისუფლდა.
ჯეი-ზი
Kevin Mazur/Getty Images for The Rock and Roll Hall of Fame

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ჯეი-ზისა პარფიუმერულ კომპანია Parlux-ს შორის ხანგრძლივ სასამართლო დავაზე განაჩენი გამოიტანა. ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა ძალაში დატოვა 2021 წელს გამოტანილი ვერდიქტი, რომელიც რეპერს კომპანიისთვის 67 მილიონი დოლარის გადახდისგან ათავისუფლებდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სინამდვილეში სწორედ ჯეი-ზია ის, ვინც ზიანის ანაზღაურება უნდა მიიღოს – 6.8 მილიონი დოლარი გადაუხდელი როიალტის გამო. 

Სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ნიშნავდეს 6-წლიანი დავის დასრულებას პროდუქტზე Gold Jay-Z – ოდეკოლონის ბრენდზე, რომელიც რეპერმა 2013 წელს Parlux-თან პარტნიორობით დააარსა.

2016 წლის სარჩელში კომპანია ჯეი-ზის ბრენდის არასათანადო მხარდაჭერასა და კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებდა, რითაც, მათი მტკიცებით, რეპერმა პროდუქტი მარცხისთვის გაწირა. ჯეი-ზიმ მალევე კონტრსარჩელი შეიტანა და ამტკიცებდა, რომ მან თავისი მოვალეობები სრულად შეასრულა, მიუხედავად Parlux-ის არასწორი ნაბიჯებისა. მუსიკოსი ამბობდა, რომ მისთვის თანხის გადახდა თავად კომპანიას მართებდა.

2021 წლის განაჩენით მოსამართლემ ჯეი-ზი გაამართლა და Parlux-ის მიერ ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი 67 მილიონი დოლარის გადახდისგან გაათავისუფლა. თუმცა ფინანსური ვალდებულება არც კომპანიისთვის დაუკისრებია. მოგვიანებით ვერდიქტი უზენაესმა სასამართლომ შეცვალა და გადაუხდელი როიალტის სანაცვლოდ Parlux-ს რეპერისთვის 6.78 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. სწორედ ეს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც Parlux-ის ადვოკატებმა მიმართეს.

ახლა Parlux-ს კიდევ ერთხელ აქვს განაჩენის გასაჩივრების უფლება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

De-Phazz-ის კონცერტი „რესპუბლიკაში“

შემდეგი სტატია

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სეზონის დასკვნითი კონცერტი კონსერვატორიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელენე გოგოძის სადებიუტო ვოკალური ნაწარმოების პრემიერა

„იოტა” ქართული მითოლოგიის პერსონაჟების, ბატონების შთაგონებით შეიქმნა და საქართველოში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მეტი
Ivanna Melay & Really Doe - Valeria Negru

ივანა მელაის და გრემის მფლობელი პროდიუსერის, Really Doe-ს ერთობლივი სინგლი Tell It

„ეს სიმღერა და ვიდეო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! ის გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იმაღლებს ხმას, რომელსაც მუდმივად ვაწყდებოდი” - ივანა მელაი.
მეტი