De-Phazz-ის კონცერტი „რესპუბლიკაში“

De-Phazz ქართველი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარდგა და არაერთი ნაცნობი ჰიტი შეასრულა.

3 ივნისს „რესპუბლიკაში” ცნობილი გერმანული ჯგუფის, De-Phazz-ის კონცერტი გაიმართა. ჯგუფი თბილისს Farewell ტურის ფარგლებში მართავს. De-Phazz-ის დისკოგრაფია  და მუსიკალური ნამუშევრები მსმენელის ყურადღებას მრავალფეროვანი ჟღერადობით იპყრობს. ბლუზი, ჯაზი, სოული, სვინგი, აფრიკული და ლათინო-ამერიკული რიტმი, გერმანული შლაგერი – ეს ის ჟანრობრივი ელემენტებია, რომლებსაც ჯგუფის კომპოზიციებში ვხვდებით. 

 De-Phazz ქართველი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარდგა და არაერთი ნაცნობი ჰიტი შეასრულა.  

De-Phazz 1997 წელს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში ჩამოყალიბდა და დღემდე ის გერმანული მუსიკალური სცენის იმ გამორჩეულ პროექტად მიიჩნევა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და გლობალური ინდუსტრიის ნაწილად იქცა. De-Phazz-მა ამ დროისათვის ბოლო ალბომი  სახელწოდებით Jelly Banquet 2022 წელს, ჯგუფის 25 წლის  იუბილეზე გამოსცა.

მოუსმინეთ De-Phazz-ის სიმღერას სახელწოდებით True North

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლიზოს თქმით, ონლაინ „ბოდიშეიმინგის” შემდეგ შემოქმედების გაგრძელების ძალა ბიონსემ მისცა

შემდეგი სტატია

სასამართლომ ოდეკოლონის ბრენდს ჯეი-ზისთვის 6.8 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი