ჯონ ბატისტს ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობა სურს

ბატისტი ტეილორ სვიფტს „ცოცხალ ლეგენდად“ მოიხსენიებს.
ფოტო: ერიკა გოლდრინგი/Getty Images

ჯონ ბატისტი მუსიკალური სცენის ცნობილ ვარსკვლავებთან მუსიკალური თანამშრომლობით გამოირჩევა. როგორც არტისტმა People-თან ინტერვიუში გაამხილა, მის სიაში პოპ ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი გამორჩეულ ადგილს იკავებს. ბატისტი ტეილორ სვიფტს „ცოცხალ ლეგენდად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ მასთან ერთად დიდი სიამოვნებით იმუშავებდა. 

„ტეილორ სვიფტის კონცერტზე ვიყავი და ვფიქრობ, მასთან ერთად რაიმეს გაკეთება საკმაოდ სახალისო იქნება.“ – აღნიშნა მუსიკოსმა ინტერვიუში. როგორც ბატისტი ამბობს, ტეილორ სვიფტმა MetLife Stadium-ზე გამართულ კონცერტზე თავადვე დაპატიჟა და ბილეთები აჩუქა.  

ხუთი გრემის მფლობელი ჯონ ბატისტის მუსიკალური შემოქმედება არაერთ მუსიკალურ კოლაბორაციას მოიცავს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: სტივი უანდერი, Prince, უილი ნელსონი, ლენი კრავიცი, ედ შირანი, ლანა დელ რეი და სხვა მრავალი ცნობილი არტისტი. როგორც ბატისტი ამბობს, მუსიკალური სცენის ვარსკვლავებთან მუშაობის პროცესი მოსწონს და  „არ არის აუცილებელი, რომ ეს ჰიტის შექმნით დასრულდეს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ასტრუდ ჟილბერტო, The Girl From Ipanema-ს შემსრულებელი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Civilised Pills – კულტურული აბები ავთანდილ გოგეშვილის ახალ პოდკასტში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი