Civilised Pills – კულტურული აბები ავთანდილ გოგეშვილის ახალ პოდკასტში

ინგლისურენოვანი პოდკასტის სტუმრები მსოფლიოს მასშტაბით კულტურის სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები არიან.

ილუზიონისტმა ავთანდილ გოგეშვილმა პოდკასტების სერია სახელწოდებით Civilised Pills წამოიწყო. ვიდეოპოდკასტები ინგლისურენოვანია და გულისხმობს საუბრებს მსოფლიოს მასშტაბით კულტურის სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებთან. 

ავთანდილ გოგეშვილი:

„Civilised Pills ქართულად ალბათ უფრო კულტურული აბები გამოდის. აქ ვსაუბრობთ ისეთ ადამიანებთან, რომელთაც დიდი დამსახურება აქვთ კულტურის წინაშე და ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, კულტურულ საზრდოს გვაწვდიან. ჩემი მიზანი იყო, რომ ჩამეწერა ის ადამიანები, ვინც დიდი ხანია მომწონს და ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდან. ძირითადად ეს ადამიანები არიან იმ პროფესიების, რომლებიც მე განსაკუთრებით მაინტერესებს – ფსიქოლოგია, დიზაინი, მუსიკა, სახელოვნებო სფეროები. ვიწვევ გამორჩეულ ადამიანებს ამ სფეროებიდან და ვსაუბრობთ საინტერესო თემებზე. ვცდილობ, რომ პოდკასტი არ ეხებოდეს მხოლოდ იმ ვიწრო პროფესიას, რომლის წარმომადგენლებიც ისინი არიან და რომლის შესახებაც ხალხმა უკვე იცის. ამიტომ ვსაუბრობთ გლობალურ თემებსა და საკითხებზე, რადგან ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ ვიწრო სპეციალობაში მოაზროვნენი და ბევრმა არ იცის მათი საინტერესო აზრები ზოგად თემებზე. მაგალითად, სტეფან საგმაისტერი, რომელიც ნებისმიერი სია რომ აიღოთ ტოპ გრაფიკული დიზაინერების, ყოველთვის ხუთეულშია, მისი ვიდეოები რომ ნახოთ ჯერ კიდევ 15 წლის წინანდელი, თითქოს, კვეთა არ აქვს გრაფიკულ დიზაინთან. ის ეხება ისეთ გლობალურ თემებს, როგორიცაა ბედნიერება, დემოკრატია და უამრავ ისეთ საკითხს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოა. ჩემს პოდკასტშიც ძირითადად, აი, ასეთ თემებზე გვექნება საუბარი.”

ამ ეტაპზე Civilized Pills-ის ორი ეპიზოდია გამოსული. პირველ მათგანს ცნობილი ილუზიონისტი დენ ჰარლენი სტუმრობდა. მეორე ეპიზოდის სტუმარი კი ორი გრემის მფლობელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან საგმაისტერი იყო, რომელსაც შექმნილი აქვს ყდები ისეთი არტისტების ალბომებისთვის, როგორებიცაა The Rolling Stones, Aerosmith, Jay-Z, Talking Heads და ა.შ. პოდკასტის ახალი ეპიზოდები ონლაინპლატფორმებზე 2 კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება.

ნახეთ Civilised Pills-ის ეპიზოდები

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონ ბატისტს ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობა სურს

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი საქართველოში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი