ქარდი ბის მომჩივანი თანახმაა, გადაიხადოს 350 ათასი დოლარი, რომელიც მომღერალმა მისი სარჩელის გამო ადვოკატებზე დახარჯა

მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა კევინ ბროფის სარჩელი, იგი თანახმაა, ქარდი ბის იურიდიული ხარჯები დაფაროს.
ქარდი ბი 2023 წლის Met Gala-ზე
Jamie McCarthy/Getty Images

კაცი, რომელმაც წარუმატებლად უჩივლა ქარდი ბის მისი ალბომის ყდის გამო, თანახმაა, რომ ვარსკვლავს სანაცვლოდ 350 ათასი დოლარი გადაუხადოს. ანუ თანხა, რაც მისი სარჩელის გამო რეპერმა ადვოკატებზე დახარჯა.

თვეების შემდეგ, რაც ჟიურიმ კევინ ბროფის სარჩელი არ დააკმაყოფილა, მისმა ადვოკატმა ფედერალურ მოსამართლეს განუცხადა, რომ ის არა მხოლოდ ქარდის  იურიდიული ხარჯებს აანაზღაურებს, არამედ თავისივე სურვილით დაასრულებს ამ საკითხზე დავას და უარს იტყვის საქმის გასაჩივრებაზე. 

სავარაუდოდ, მოსარჩელის ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ ქარდი ბის ადვოკატები ემზადებოდნენ, მისთვის ზიანის ანაზღაურება ფორმალურად მოეთხოვათ. ამ პროცესში კი, შესაძლოა, ბროფის 350 ათას დოლარზე მეტის გადახდაც დაჰკისრებოდა.   

ბროფიმ ქარდი ბის 2017 წელს უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. იგი ამტკიცებდა, რომ განადგურებული და დამცირებული იყო ქარდი ბის ალბომის Gangsta Bitch-ის ყდის გამო, რადგან მასზე გამოსახული კაცის ზურგი მისი ზურგის ანალოგი იყო. 

რეალურად, ალბომის ყდაზე გამოსახული კაცი მოდელია, რომელსაც ზურგზე ტატუ ფოტოშოპით დაახატეს. ეს ტატუ კი Ბროფის ზურგზე დახატული ტატუს იდენტური აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ქარდი ბის გრაფიკულმა დიზაინერმა გუგლის ფოტო საძიებო სისტემაში ჩაწერა „ზურგის ტატუები” და ალბომის ყდისთვის მათგან ერთ-ერთი აარჩია. მის მიერ არჩეული ნახატი კი ის ტატუ აღმოჩნდა, რომელიც ბროფის ზურგზე ჰქონდა გაკეთებული. 

ბროფი ამტკიცებდა, რომ ქარდი ბიმ და მისმა გუნდმა მისი ვიზუალი თანხმობის გარეშე გამოიყენეს, დაარღვიეს მისი პრივატულობის უფლება და შეურაცხმყოფლად წარმოაჩინეს ის. ქარდის ადვოკატები კი ბრალდებას ფანტაზიას უწოდებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ვერავინ შეძლებდა უცნობი ადამიანის ამოცნობას მხოლოდ მისი ზურგით. 

დაძაბული სასამართლოს ბოლოს მოსამართლე ქარდი ბის ადტვოკატებს დაეთანხმა და ვარსკვლავი ბროფის ბრალდებისგან გაათავისუფლა. მომჩივანი ვერდიქტის შეცვლას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ბროფი ახლიდან ჩივილსაც გეგმავდა. თუმცა ახლანდელი შეთანხმების თანახმად, ის საბოლოოდ უარს იტყვის სასამართლო დავაზე. საპასუხოდ კი ქარდის ადვოკატებიც უარს იტყვიან ზიანის ანაზღაურების ფორმალურ მოთხოვნაზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისში პირველად, The Exploited-ის ცოცხალი შოუ ELEKTROWERK-ში

შემდეგი სტატია

სპექტაკლი „მარტორქები“

„თეატრის განვითარების ფონდის“ და „სოხუმის დრამატული თეატრის“ ერთობლივი სპექტაკლი, ეჟენ იონესკოს „მარტორქები“-  პრემიერა, „სოხუმის თეატრში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი