თბილისში პირველად, The Exploited-ის ცოცხალი შოუ ELEKTROWERK-ში

17 ივნისს, პანკ-როკის ლეგენდად აღიარებული ბენდი The Exploited- თბილისში დაუკრავს.

შოტლანდიური ბენდი The Exploited მეამბოხე სულის მუსიკალური ქარიშხალია, რომელმაც პანკ-როკის ისტორიაში უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.

1979 წელს შექმნილმა ბენდმა აღიარება სწრაფადვე მოიპოვა. მოზღვავებული ენერგიის მუსიკა და გამორჩეული უოტი ბუქენის ვოკალი დასაწყისიდანვე პანკ-როკის დაუოკებელი, მებრძოლი სულის გამწევი ძალა გახდა.

ბენდის სადებიუტო ალბომის სახელწოდებაა Punks Not Dead, მათი გამორჩეული LP- კი სახელწოდებით Fuck the System, 2003 წელს შეიქმნა.

ედინბურგში დაარსებულმა ჯგუფმა Sex Pistols-ის შთაგონებული მუსიკით დაიწყო მოღვაწეობა, უფრო ფართო ჟანრობრივ დიაპაზონში მალევე განვითარდა, რაც ჰარდკორ პანკს და  კროსოვერ თრეშს მოიცავს. 

The Exploited-ის სიმღერებით ისეთი ჯგუფები იყვნენ შთაგონებული როგორებიც არიან: Metallica და Queens of the Stone Age, მათი სიმღერების ქავერები შექმნილი აქვთ Slayer-ს და Ice-T-ს. ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა The Exploited-ის ბენდის ვოკალისტი უოტი ბუქენი ბენდის შეუცვლელი მამოძრავებელი ძალა და ღერძია.

„The Exploited პანკ-როკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბენდია და  მსოფლიოში პანკ-როკის ლეგენდად ითვლება. ბენდს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ჟანრის ჩამოყალიბებაში და ახლაც იმ იდეოლოგიის მიმდევრებად რჩებიან, რაც დასაწყისში ჰქონდათ, თავისი გიჟური შოუებით. მათ წინ ქართული პანკ-როკ ჯგუფი – Vodka Vtraiom დაუკრავს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ძველი, ტრადიციული და მნიშვნელოვანი პანკ ჯგუფია.“ – გივი მაჭავარიანი, Elektrowerk-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

The Exploited-ის ცოცხალი თავბრუდამხვევი შოუ მათი მუსიკალური ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია – ბენდის დისკოგრაფიაში ალბომების თითქმის ნახევარი ცოცხალი ჩანაწერია.

საერთაშორისო საკონცერტო სააგენტო Honeycomb Live-ს მოწვევით, თბილისში პირველად 17 ივნისს, ბენდ The Exploited-ის ლაივ შოუ Elektrowerk-ში გაიმართება. კონცერტის სპეციალური სტუმარია, ქართული პანკ ბენდი – Vodka Vtraiom.

კონცერტის მხარდამჭერები  არიან – RedRum და Locomotive Promotion. კარი  კი 19:00 საათზე გაიღება.


ნახეთ The Exploited ვიდეო მიმართვა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Temple Pharmacy-მ პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ქარდი ბის მომჩივანი თანახმაა, გადაიხადოს 350 ათასი დოლარი, რომელიც მომღერალმა მისი სარჩელის გამო ადვოკატებზე დახარჯა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი