შაკირას თქმით, ჟერარდ პიკემ იმ დროს უღალატა, როცა მომღერლის მამა საავადმყოფოში იწვა

მომღერალი პიკესთან დაშორებაზე საუბრობს.
შაკირა
Chris Graythen/Getty Images

შაკირა ყოველთვის ძალიან გახსნილი და გულწრფელია მისი და ჟერარდ პიკეს დაშორებაზე საუბრისას. ახლახან კი მომღერალმა თავისი განცდები კიდევ ერთხელ გააზიარა. 

ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში შაკირა იმ გარემოებებზე საუბრობს, რამაც წყვილის დაშორება მისთვის კიდევ უფრო გამანადგურებელი გახადა. „ყველაფერი ერთად მოხდა, ჩემი ოჯახი ნაწილებად იშლებოდა. მე პრესაში ვაწყდებოდი ინფორმაციას, რომ მიღალატეს მაშინ, როდესაც მამაჩემი საავადმყოფოში იწვა. ვფიქრობდი, რომ ამას ვერ გავუძლებდი.”

წყვილმა დაშორება 2022 წლის ივნისში ერთობლივი განცხადებით დაადასტურა. „ვწუხვართ, რომ ჩვენი დაშორება უნდა დავადასტუროთ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რაც ჩვენი ყველაზე დიდი პრიორიტეტია, გთხოვთ, რომ ჩვენი პირადი სივრცე დაიცვათ”. Შაკირა და პიკე ერთად 11 წლის განმავლობაში იყვნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ.

ბოლო წლების განმავლობაში წყვილის დაშორების შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. შაკირასთვის, როგორც აღმოჩნდა, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობამ დაშორების ტკივილი კიდევ უფრო გაამძაფრა. „კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი – მამაჩემი – ჩემ გვერდით არ იყო, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მე არ შემეძლო მასთან ლაპარაკი და რჩევის მიღება ჩემი საუკეთესო მეგობრისგან.”

პირადი დრამის მიუხედავად, შაკირას ახალი მუსიკის გამოშვება არ შეუწყვეტია. წელს უკვე მისი ორი სიმღერა Billboard-ის „ცხელი ასეულის” ტოპ ათეულში შევიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეიმ ფანებს კონცერტზე დაგვიანებისთვის ბოდიში მოუხადა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანის თქმით, შვილების თანდასწრებით კანიე უესტზე საუბრისას განსაკუთრებით ზომიერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი