ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მადონა სახლში დაბრუნდა

მენეჯერის თქმით, „სერიოზული ბაქტერიული ინფექციის” გამო, პოპის დედოფალმა რამდენიმე დღე ინტენსიური თერაპიის ქვეშ გაატარა.
მადონა
Ricardo Gomes

მადონა უკვე სახლშია და თავს უკეთ გრძნობს. ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზით მომღერალმა რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა.

რამდენიმე დღის წინ მადონას მენეჯერმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მომღერალი ინტენსიური თერაპიის ქვეშ იყო მას შემდეგ, რაც მომღერალს „სერიოზული ბაქტერიული ინფექცია” შეხვდა. „მისი ჯანმრთელობა უმჯობესდება, თუმცა ის მაინც რჩება სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.” 

ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ბაქტერიული ინფექცია. თუმცა ჰოსპიტალიზაციის გამო, მადონა იძულებული გახდა, მასშტაბური ტურნე დროებით შეეჩერებინა. „ამ ეტაპზე გვიწევს, შევაჩეროთ ყველაფერი, მათ შორის ტურნეც.” – დაწერა მენეჯერმა. „მალე გაგიზიარებთ ტურნეს დაწყების თარიღსა და შეცვლილ განრიგს.”  

ტურნე, რომელიც მადონას ჰიტების 40 წლის იუბილეს ეძღვნება, 15 ივლისს ვანკუვერში უნდა დაწყებულიყო.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SZA-მ კონცერტის დროს გაამხილა, რომ მისმა ყოფილმა მეგობარმა ბიჭმა ლონდონში უღალატა

შემდეგი სტატია

ჯონ ბატისტი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი