ჯენიფერ ლოპესი მიგვანიშნებს, რომ ალბომის This Is Me … Now გამოშვების თარიღი ახლოვდება

„ალბომის გამოცემის თარიღი” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე.
ჯენიფერ ლოპესი Air-ის პრემიერაზე
JC Olivera/GA/The Hollywood Reporter via Getty Images

როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოპესის ახალი ალბომი ამ ზაფხულს გამოვა. 53 წლის მომღერალმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ალბომი, რომელსაც ფანები ჯერ კიდევ ნოემბრიდან ელოდებიან, გამოსაცემად მზადაა.

ლოპესმა გარკვეული საკითხები მაინც ბუნდოვანი დატოვა. მან უბრალოდ თავისი შავ-თეთრი ფოტო გააზიარა, სადაც წარწერის This Is Me…Now წინ პოზირებს. Პოსტს კი დააწერა „ალბომის გამოცემის თარიღი”.

როგორც ლოპესმა მარტში დაადასტურა, მისი მეცხრე სტუდიური ალბომი ზაფხულის დასასრულს უნდა გამოვიდეს. ალბომი ერთგვარი გაგრძელებაა მომღერლის 2003 წლის ალბომისა სახელწოდებით This Is Me … Then, რომელიც მაშინ მის იმდროინდელ პარტნიორს ბენ აფლეკს ეძღვნებოდა. წყვილი პირველად 2002 წელს დაინიშნა, თუმცა 2004 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. 2022 წელს კი მათ ურთიერთობა ისევ განაახლეს. როგორც ლოპესი ამბობს, ახალი ალბომიც ბენ აფლეკითა და მათი მყარი ურთიერთობით არის შთაგონებული. 

„მიზეზი, რის გამოც აქ ვართ, არის ის, რომ მინდა, ეს მომენტი დროში დავაფიქსირო, რადგან ეს კიდევ უკეთესია, ვიდრე პირველი. ამ ალბომით ჩვენ დავაფიქსირეთ ჩემი თავი დროის ამ მომენტში, როცა მე ჩემი ცხოვრების სიყვარულს ახლიდან დავუკავშირდი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებით. ალბომის მთელი მესიჯი არის, რომ ეს სიყვარული არსებობს. ეს ნამდვილი სიყვარულია.” – ამბობდა ლოპესი.

ნახეთ ჯენიფერ ლოპესის ინსტაგრამ პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Outcast – Killages-ის ახალი ალბომი 4-წლიანი პაუზის შემდეგ

შემდეგი სტატია

SZA-მ კონცერტის დროს გაამხილა, რომ მისმა ყოფილმა მეგობარმა ბიჭმა ლონდონში უღალატა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი