ისლანდიური ბენდის მსოფლიო აღიარება – ინტერვიუ Kaleo-სთან

„ისლანდიელი მუსიკოსებისათვის დამახასიათებელია ის, რომ არ უშინდებიან სიახლეებს და ექსპერიმენტებს.“ – იოკულ იულიოსონი (Kaleo).
Kaleo

მსოფლიო მუსიკალურ ისტორიაში ხშირად გავიხსენებთ ისეთ შემთხვევას, როდესაც არტისტი, ან ბენდი, საყოველთაო პოპულარობას ერთი სიმღერით აღწევს და საერთაშორისო ვარსკვლავი ხდება. ასეთია Kaleo, ისლანდიური ჯგუფი, რომელიც  2012 წელს შეიქმნა და ფართო აუდიტორიამ 2015 წლის სიმღერით Way Down We Go გაიცნო. Kaleo-ს შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებითაა ცნობილი, რაც ისლანდიელი მუსიკოსების მემკვიდრეობის ერთგვარ გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. Kaleo-ს ჟღერადობაში ერთადაა როკის, ბლუზის და ელექტრონიკის ელემენტები. აღსანიშნავია, რომ ისლანდიამ მსოფლიო სახელოვნებო სივრცეს არაერთი ვარსკვლავი აჩუქა. დღეს Kaleo სწორედ მათ რიგებშია. ბენდის წევრები არიან იოკულ იულიოსონი (Jökull Júlíusson), დავიდ ანტონსონი (Davíð Antonsson), დენიელ კრიშტანსონი (Daníel Kristjánsson), რუბინ პოლოკი (Rubin Pollock) და ფორლიფურ გოკურ დავისონი. (Þorleifur Gaukur Davíðsso). 

2023 წლის Tbilisi Open Air-ზე Kaleo ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო. ჯგუფმა მეორე საფესტივალო დღე მთავარ სცენაზე დახურა. ძლიერი ვოკალით და მელოდიურობით Kaleo ახერხებს აუდიტორია ყოველგვარი სცენოგრაფიისა და მასშტაბური გაფორმების გარეშე აიყოლიოს. სწორედ შესრულების ამ მახასიათებლებით და მუსიკალურობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Kaleo საფესტივალო ენერგეტიკის შესაქმნელად სწორად შერჩეული შემსრულებელია. 

Kaleo

სცენაზე გასვლის წინ ბენდის ფრონტმენს, იოკულ ჯულიოსონს (Jökull Júlíusson) შევხვდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისლანდიელ არტისტებს სახელოვნებო სფეროში, განსაკუთრებით კი მუსიკალურ  ინდუსტრიაში თავისი უნიკალური ადგილი აქვთ. მათ შემოქმედებაში არაორდინალური სახელოვნებო ხედვა ყოველთვის იგრძნობა. ჩვენი კითხვა სწორედ ისლანდიელი არტისტების გამორჩეულ მუსიკალურ ხელწერას ეხებოდა. 

იოკულ იულიოსონი (Jökull Júlíusson):

„ჩემთვის ისლანდიელი მუსიკოსები სხვებისაგან განსხვავდებიან. ჩვენ ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკას ვქმნით. ის აერთიანებს როგორც ფოლკს, ასევე ბლუზს, როკს, ქანთრის. ისლანდიელი მუსიკოსებისათვის დამახასიათებელია ის, რომ არ უშინდებიან სიახლეებს და ექსპერიმენტებს“. 

Kaleo-ს სცენაზე დგომისას ბენდს აუდიტორიის დიდი ნაწილი აჰყვა და აღმოჩნდა, რომ მათი რეპერტუარი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მსმენელისათვის ნაცნობი იყო. კითხვაზე, თუ თავად როგორ აღიქვამს ბენდი საკუთარ აუდიტორიას და იმ ადამიანებს, ვისაც ეს მუსიკა ნამდვილად ესმის, იოკულ იულიოსონმა გვიპასუხა, რომ ერთი კონკრეტული პასუხის პოვნა და მსმენელის ზუსტად განსაზღვრა უჭირს, რადგან აუდიტორია ასაკობრივად, ცხოვრების წესით და შესაბამისად, ინტერესებითაც განსხვავდება.

იოკულ იულიოსონი (Jökull Júlíusson):

„ჩვენი მსმენელი ასაკობრივად მრავალფეროვანია. ვფიქრობ, ეს ბენდისთვის საკმაოდ კარგია და ძალიან გვახარებს, რომ სხვადასხვა თაობას შეგვიძლია მივწვდეთ“. 

იოკულ იულიოსონი

 იოკულ ჯულიოსონი მულტი-ინსტრუმენტალისტი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერია. Kaleo-ს კონცეფცია მისმა მრავალმხრივმა მუსიკალურმა შესაძლებლობებმა განსაზღვრა. როგორც არტისტი „Billboard საქართველოსთან“  ინტერვიუს დროს აღნიშნავს, მისი, როგორც ხელოვანის  საყვარელი ნაწილი მუსიკის შექმნის პროცესია, მისი სცენაზე გაზიარება კი, სასიამოვნო გამოცდილებაა. 

„ათიათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლა საკმაოდ სასიამოვნოა, თუმცა უფრო მეტად მუსიკის შექმნის პროცესი მიყვარს. ეს ჩემთვის, როგორც ხელოვანისათვის, ძირითადი შემოქმედებითი პროცესია“ – იოკულ იულიოსონი (Jökull Júlíusson). 

როდესაც არტისტი სხვა ქვეყნიდან ჩამოდის, ყოველთვის ჩნდება კითხვა, თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს მასზე მასპინძელი ქვეყანა. საფესტივალო ტერიტორიაზე მოსვლამდე, საერთაშორისო მონაწილეები სწორედ იმ კულტურას და ატმოსფეროს ეცნობიან, რომელიც ამ კონკრეტული სივრცის მიღმაა. ამან კი შესაძლოა მუსიკოსის წინასაფესტივალო განწყობაზე იმოქმედოს. როგორც იოკულ იულიოსონმა გვიამბო, მას გარკვეული დრო ჰქონდა ქალაქის დასათვალიერებლად.  

Kaleo

იოკულ იულიოსონი (Jökull Júlíusson):

„გავეცანი თქვენს ტრადიციულ მუსიკას, ტრადიციულ სამზარეულოს, ღვინოს, რომელსაც ამ ქვეყანაში დიდი ისტორია აქვს. საკმაოდ ვისიამოვნე ამ დროით და კეთილგანწყობა ვიგრძენი“. 

წელს Tbilisi Open Air  23-25 ივნისს ტრადიციულად ​​Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე  გაიმართა. Kaleo-სთან ერთად, სამდღიანმა ლაინაფმა არაერთი ცნობილი არტისტი და მუსიკალური კოლექტივი გააერთიანა. ტომ ოდელი, SHE PAST AWAY, REJJIE SNOW, KALEO, IMANY,  MODERAT – ეს იმ საერთაშორისო ჰედლაინერების ჩამონათვალია, ვისი ცოცხალი შესრულება ფესტივალის აუდიტორიამ მოისმინა.

მოუსმინეთ Kaleo-ს სიმღერას სახელწოდებით Way Down We Go:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანამ Spotify-ის რეკორდი მოხსნა

შემდეგი სტატია

Cardi B-მ ქუჩის მუსიკოსთან ერთად  იმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი