Killages-ის ახალი ალბომის  Outcast-ის პრეზენტაცია

Killages-მა 15 ივლისს, კუსტბაზე – Monkey-ის სცენაზე, 4-წლიანი პაუზის შემდეგ მსმენელს ახალი ალბომი წარუდგინა

ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages 2016 წელს რუსთავში დაარსდა. ჯგუფი 2017 წელს  Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული გახდა და ფართო აუდიტორიამ მალევე გაიცნო. 

2019 წელს ჯგუფმა პირველი სტუდიური ალბომი  Original Brothers გამოუშვა, წელს კი 4-წლიანი პაუზის შემდეგ Killages-მა მეორე სტუდიური ალბომი Outcast გამოსცა.  ახალი ალბომის პრეზენტაცია 15 ივლისს, კუსტბაზე – Monkey-ის სცენაზე შედგა.  მსმენელის წინაშე მოწვეული სტუმრები ერეკლე დეისაძე, Qaji Todia და DRO წარდგნენ.

გუგა მაჭარაშვილი:

„დღეს ვაკეთებთ პირველად ამ ახალი ალბომის პრეზენტაციას. ძალიან სასიამოვნოა და საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ პირველად გვიწევს ამდენი ხალხის წინაშე ამ ახალი ტრეკების დაკვრა. თან იმიტომაც არის საპასუხისმგებლო თუ როგორ მიიღებს ხალხი და მოეწონებათ თუ არა. რატომღაც მაინც დარწმუნებული ვარ რომ ყველას გაუსწორდება. დღეს ვუკრავთ ალბომში შესულ ყველა, ცამეტივე ტრეკს და ასევე ძველ სიმღერებსაც დავუკრავთ. რაც შეეხება მოწვეულ სტუმრებს ერეკლე დეისაძე და Qaji Todia იქნებიან. წინა EPS ტრეკებს დავუკრავთ რაშიც კოლაბორაცია გვაქვს მათთან გაკეთებული და ასევე ჩვენი მეგობარი DRO – DJ სეტს დაუკრავს.“ – გუგა მაჭარაშვილი, Killages ვოკალისტი.

Killages ახალი ალბომი Outcast ქართული მუსიკალური ლეიბლის Bloom Music-ის ქვეშ გამოვიდა. მისი მოსმენა ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. 

ჯაბა შავიშვილი:

„ახალი ალბომს ყოველთვის აქვს თავის ვიზუალური ნაწილი, რაც კლიპებში, ალბომის ვიზუალურ გაფორმებაში გამოიხატება. ძალიან გაგვიხარდა ალბომის ვიზუალურ გაფორმებაზე რომ ვითანამშრომლეთ ესპანელ ფოტოგრაფ ხავიერ კორტინასთან, ვფიქრობ შესანიშნავი ფოტო გამოვიდა და ძალიან ბევრი უკუკავშირი გვაქვს ამ ალბომის „არტვორქზე“. რაც შეეხება ახალ კლიპს, კლიპი ერთი კვირის წინ უკვე გადავიღეთ, ახლა მონტაჟის პროცესშია და ძალიან მალე შევთავაზებთ მსმენელს. სიმღერას ჰქვია SLITHER, რომელიც ვფიქრობთ, ალბომის ერთ-ერთი მთავარი სინგლია. მართალია მისი ქრონომეტრაჟი მოკლეა, თუმცა ძალიან გამორჩეული და დასამახსოვრებელი სიმღერაა, რომელზეც მსმენელისგან უკუკავშირი მივიღეთ და ჩვენთვისაც ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერაა. სწორედ ამიტომ ძალიან მალე კარგ გუნდთან ერთად გადაღებულ ვიდეო კლიპს იხილავს ჩვენი მსმენელი. ვფიქრობთ ერთ-ერთი საინტერესო ვიდეო ნამუშევარი იქნება თავისი ხარისხითაც და თავისი იდეითაც, იმიტომ რომ რაღაც იდეა გვიდევს და თუ ვინმე დაიჭერს ამ იდეას ძალიან გაგვიხარდება. ვგეგმავთ შემდგომში სხვა რამდენიმე ტრეკზეც შედარებით უკვე მცირე მასშტაბის კლიპის გადაღებას და მოკლედ ამ ზაფხულს ჩვენი მსმენელი არ მოიწყენს და შესაბამისად არც ჩვენ ვაპირებთ გაჩერებას.“ ჯაბა შავიშვილი, Killages-ის მენეჯერი და Bloom Music-ის წარმომადგენელი.

ახალი ალბომის სახელწოდება Outcast – განდგომილს ნიშნავს, რომელიც სრულად პასუხობს მთლიანი ალბომის კონცეფციას და შინაარს, სოციუმში არსებული მასობრივი ისტერიკა, საერთო აზრი და მოწოდებები ხშირ შემთხვევაში განზე გადგომას და გარე დაკვირვებას მოითხოვს, რომელიც არსებული მდგომარეობას უკეთ გაანალიზებაში და დანახვაში დაგეხმარება.

მოუსმინეთ Killages-ის ტრეკს  SLITHER, რომლის ვიდეო-კლიპიც სულ მალე გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯეინ ბირკინი

მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Jay-Z-ის საქველმოქმედო ფონდმა ნიუ იორკში გამართულ საღამოზე 20 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი