მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ჯეინ ბირკინი
ჯეინ ბირკინი

მომღერალ და მსახიობ ჯეინ ბირკინს მუსიკალური და სასიყვარულო პარტნიორობა ცნობილ არტისტ სერჟ გეინსბურგთან აკავშირებდა. მათი ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი იყო Je T’aime,…Moi Non Plus.

ჯეინ ბირკინის კარიერა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმ Blowup-ით დაიწყო. 1968 წელს იგი სერჟ გეინსბურგს შეხვდა, რაც მათი მრავალწლიანი მუსიკალური და სასიყვარულო ურთიერთობის საწყისი აღმოჩნდა.

დუეტმა სადებიუტო ალბომი Jane Birkin/Serge Gainsbourg (1969) გამოუშვა. 

ჯეინ ბირკინს უამრავ ბრიტანულ და ფრანგულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 1980 წელს გეინსბურგთან დაშორების შემდეგ ჯეინ ბირკინმა სამსახიობო და მუსიკალური კარიერა განაგრძო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული დამოუკიდებელ საავტორო ფილმებში და გამოცემული აქვს სოლო ალბომები. 2016 წელს მან ოსკარზე ნომინირებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში La femme et le TGV ითამაშა. 

ბირკინი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და თანამშრომლობდა ორგანიზაცია Amnesty International-თან. მან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით 2001 წელს ბრიტანეთის დედოფლისგან ჯილდოც კი მიიღო. სწორედ აღნიშნულ საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებით იგი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2010 წელს საქართველოსაც ეწვია. 

ჯეინ ბირკინი საფრანგეთში ცხოვრობდა მას სამი შვილი ჰყავს: ფოტოგრაფი კეიტ ბერი, მსახიობი და მომღერალი შარლოტ გეინსბურგი და მუსიკოსი ლუ დუაიონი. 

ჯეინ ბირკინი პარიზში, 16 ივლისს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Beach Boys ანთოლოგიურ წიგნს მცირე ტირაჟით გამოსცემს

შემდეგი სტატია

Killages-ის ახალი ალბომის  Outcast-ის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Soapbox Race

Red Bull Soapbox Race – თბილისი შერეკილი ეკიპაჟების რბოლისთვის ემზადება

13 სექტემბერს, ღვინის აღმართზე, საკუთარი ხელით აწყობილი ბოლიდებით ერთმანეთს 20 გუნდი შეეჯიბრება. გამარჯვებულ გუნდს კი ბაქოში, ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრიზე გამგზავრება ელის.
მეტი
Moby Lindsay Hicks

Moby ხალხს მოუწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს“.

პროდიუსერმა და მუსიკოსმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინეაპოლისის აგენტებმა ალექს პრეტი მოკლეს
მეტი

ინგლისელი მუსიკოსი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი მომღერალი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი კრის რი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი