Killages ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს

Slither პირველი მუსიკალური ვიდეოა ჯგუფის ახალი ალბომიდან Outcast.

Killages მსმენელის წინაშე ახალი ვიდეოკლიპით წარდგა. Slither პირველი ვიდეოა ჯგუფის ახალი ალბომიდან Outcast, რომელიც პირველ ივლისს გამოვიდა. 

ჯაბა შავიშვილი – Killages-ის მენეჯმენტ კომპანია Bloom Music-ის წარმომადგენელი:

„ალბომი ერთი თვის გამოსულია და ჩვენი მსმენელისგან უკვე მეტ-ნაკლებად დავინახეთ განწყობა, მოლოდინი, რომელმა სიმღერამ უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა. პრინციპში, სანამ ალბომს გამოვუშვებდით, ჩვენც ვფიქრობდით, რომ Slither საინტერესო კომპოზიცია იყო, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, რომ უფრო მეტ ადამიანს მისწვდომოდა. შემდეგ კი უკვე ალბომმაც დაგვანახა, რომ მართლაც ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია გახდა ჩვენი მსმენელისთვის თავისი ენერგიით. ასე რომ, დაემთხვა ჩვენი თავდაპირველი სურვილი, რომ ვიდეოკლიპი სწორედ ამ კომპოზიციაზე გაგვეკეთებინა და მსმენელის განწყობაც, რადგან მათაც ძალიან აიტაცეს ეს სიმღერა.”

ისევე როგორც სიმღერა, მასზე გადაღებული ვიდეოკლიპიც ალბომის კონცეფციას იზიარებს და მისი მთავარი სათქმელის ვიზუალურ გაგრძელებას წარმოადგენს. 

„კლიპი მარტივი შინაარსისაა და ეხმიანება დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემას – ეს არის ინტერნეტბოტების თემა, რომლებიც არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და ცდილობენ, ონლაინ განსაზღვრონ საზოგადოებრივი აზრის მიმდინარეობა. ერთი ადამიანი შესაძლოა რამდენიმე ბოტსაც წარმოადგენდეს და მათი მიზანია, მეტ-ნაკლებად დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და შექმნან გარკვეული დღის წესრიგის ილუზია. ილუზია, რომ რაღაც საკითხზე საზოგადოება, ვთქვათ, აი, ასე ფიქრობს. ბევრი ძალაა დაინტერესებული ბევრი მხრიდან, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვერ გამოვნახოთ საერთო საკომუნიკაციო ველი და პირიქით, განსხვავებები ვეძებოთ. ეს არის ერთგვარი გაგრძელება ალბომის ძირითადი კონცეფციის და გამოხატავს იმას, რისი თქმაც ამ ალბომით გვინდა.”

Killages ახალი ალბომიდან კიდევ ერთი კომპოზიციის ვიდეოკლიპზე მუშაობს, რომელსაც, მათი თქმით, მსმენელი უახლოეს მომავალში უნდა ელოდოს.

ნახეთ ვიდეოკლიპი სიმღერაზე Slither

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როდრიგესი, ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის Searching For Sugar Man-ის მთავარი გმირი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

რასელ ბრენდის თქმით, კეტი პერისთან ქორწინება „ცოტა ქაოსური” იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი