Queen-ის სიმღერა Fat Bottomed Girls Greatest Hits-ის ახალი გამოცემიდან ამოიღეს

სიმღერა Fat Bottomed Girls საბავშვო მუსკალურ პლატფორმა Yoto-ზე არ განათავსეს.
ფრედი მერკური 1982 წლის ივნისი, ფოტო: გრაჰამ ვილშერი
ფრედი მერკური 1982 წლის ივნისი, ფოტო: გრაჰამ ვილშერი

Queen-ის ცნობილი სინგლი Fat Bottomed Girls  Greatest Hits-ის ახალ გამოცემაში არ შევიდა. 

„დიდი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომის, Queen-ის ადრეული კარიერის კრებულის მოსმენა, ახლა უკვე საბავშვო აუდიო პლატფორმაზე Yoto-ზე არის შესაძლებელი, სადაც მსმენელს ბენდის თექვსმეტი  კლასიკური სიმღერის მოსმენა შეუძლია.” – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა  ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშია შესული Fat Bottomed Girls ამ სიაში არ გვხვდება.

ალბომის ანოტაციაში ვკითხულობთ: „ზოგიერთი სიმღერის ტექსტი ზრდასრულთა თემებს ეხება, სადაც ხშირია ძალადობასა და ნარკოტიკებზე საუბარი. ასეთი სიმღერების  ადრეულ ასაკში მოსნემა ბავშვებისთვის საზიანოა, რეკომენდირებულია მშობლებმა  სიფრთხილე გამოიჩინონ.” 

სინგლი Fat Bottomed Girls 1978 წელს გამოვიდა.

სიმღერა საბავშვო მუსიკალურ პლატფორმა Yoto-ზე მისი ტექსტიდან გამომდინარე არ მოხვდა, სადაც ფრედი მერკური შემდეგ ტექსტს მღერის: Left alone with big fat Fanny/ She was such a naughty nanny/ Big woman, you made a bad boy out of me.

სიმღერა Fat Bottomed Girls არაერთხელ ყოფილა ჩარტების ლიდერი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Netflix-ის ახალი სერიალის ხმის დიზაინზე ქართულმა კომპანიამ POSTRED-მა იმუშავა

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი: 3 სექტემბრის პროგრამა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი