Netflix-ის ახალი სერიალის ხმის დიზაინზე ქართულმა კომპანიამ POSTRED-მა იმუშავა

Painkiller-ის მთავარი ხმის დიზაინერი POSTRED-ის დამფუძნებელი ბესო კაჭარავაა.

რამდენიმე დღეა, რაც Netflix-ზე ახალი სერიალის პრემიერა შედგა. Painkiller კრიმინალური დრამაა, რომელიც ოპიოიდის კრიზისის პერიოდს ასახავს. პროექტი 6 სერიისგან შედგება და მისი რეჟისორია პიტერ ბერგი. სერიალის ხმის დიზაინზე კი ქართულმა კომპანიამ POSTRED-მა იმუშავა.

ბესო კაჭარავა – POSTRED-ის დამფუძნებელი:

„POSTRED უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა Sony, HBO, Paramount და მათ შორის არის Netflix-იც. აქამდეც არაერთ პროექტზე გვიმუშავია მათთან, შესაბამისად, უკვე კარგად გვიცნობენ და ამ ახალ პროექტში ჩართვის შესაძლებლობაც მოგვცეს. POSTRED-მა სერიალისთვის ხმა ამერიკულ პარტნიორ კომპანია Soundelux-ის გუნდთან თანამშრომლობით შექმნა. პირადად მე მთავარი ხმის დიზაინერი ვიყავი ჩემს მეგობართან და პარტნიორთან უაილი სტეიტმენთან ერთად.

ყველა პროექტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს თავისი შინაარსისა და ჟანრის შესაბამისად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სერიალში ხმის დიზაინს განსაკუთრებით დიდი როლი ჰქონდა. შესაბამისად, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, თითოეულ დეტალს ჩავძიებოდით და ჩვენი კრეატიული მიდგომები ბოლომდე გამოგვევლინა. ვეცადეთ, საინტერესო საუნდი მიგვეღო, რომელიც სერიალს უნიკალურს გახდიდა.”

POSTRED საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას განაგრძობს. კომპანიაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მიდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის შესახებაც საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

შემდეგი სტატია

ფრედი მერკური 1982 წლის ივნისი, ფოტო: გრაჰამ ვილშერი

Queen-ის სიმღერა Fat Bottomed Girls Greatest Hits-ის ახალი გამოცემიდან ამოიღეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი