ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

„საუბრის შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ – მიმართა სვიფტმა მსმენელს მეხიკოში გამართული კონცერტის სცენიდან.
ფოტო: კრისტოფერ პოლკი/Getty Images


სავარაუდოა, რომ ტეილორ სვიფტმა მეხიკოში გამართული კონცერტის მსვლელობისას კანიე უესტსა და მას შორის 20009 წლის MTV-ის დაჯილდოების ინციდენტი გაიხსენა. როდესაც სვიფტი აუდიტორიას მიმართავდა, მას საუბრის შეწყვეტა მოუწია, რადგან აუდიტორია ტაშს  უწვეტად უკრავდა. გავრცელებულ ვიდეოში ტეილორი ამბობს: „[საუბრის] შეწყვეტის საუკეთესო მიზეზი ის შემთხვევაა, როცა ხალხი შენს სახელს სკანდირებს“ ამის შემდეგ მომღერალმა დაამატა „სინამდვილეში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა შესაძლოა [საუბარი] შეგაწყვეტინონ, მე ეს ნამდვილად ვიცი“.

ეს კომენტარი ტეილორ სვიფტსა და Ye-ს (კანიე უესტი) შორის მომხდარ ინციდენტს შეადარეს, როცა სვიფტი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე საუკეთესო ვიდეოს ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ სიტყვას წარმოთქვამდა. ამ დროს უესტმა სვიფტს საუბარი შეაწყვეტინა და თქვა, რომ ეს ჯილდო ბიონსეს უნდა მიეღო. 

„ტეილორ, მართლა მიხარია შენი ამბავი. არ მინდა ხელი შეგიშალო, მაგრამ ბიონსეს ვიდეო საუკეთესოა – ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო“. ამ მომენტისათვის სვიფტი 19 წლის იყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სერ ელტონ ჯონი, 2023 წლის 27 მარტი, ლონდონი. ფოტო: მაქს მუბი

ელტონ ჯონი საავადმყოფოდან გამოწერეს

შემდეგი სტატია

Timbaland-მა ჯასტინ ტიმბერლეიკთან და ნელი ფურტადოსთან ერთად ჩაწერილი სიმღერის სახელწოდება გაამხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი