Rolling Stones-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია 18 წლის შემდეგ

Hackney Diamonds 20 ოქტომბერს გამოვა.
რონი ვუდი, მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი ალბომის Hackney Diamonds წარდგენაზე
David M. Benett/Alan Chapman/Dave Benett/Getty Images

Rolling Stones 18-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი საავტორო ალბომის დეტალებს აზიარებს. ჯგუფის 24-ე სტუდიური ალბომი 20 ოქტომბერს გამოვა. მიკ ჯაგერმა, რონი ვუდმა და კით რიჩარდსმა ალბომი ლონდონის ისტორიულ Hackney Empire თეატრში დააანონსეს ღონისძიებაზე, რომელიც ჯიმი ფელონს მიჰყავდა და ჯგუფის Youtube არხზე პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა. ღონისძიება ბენდის ახალი სიმღერის Angry-ს პრემიერით დაგვირგვინდა.

Hackney Diamonds პირველი საავტორო სტუდიური ალბომია ჯგუფის 2005 წლის A Bigger Bang-ის შემდეგ. ალბომი 12 კომპოზიციისგან შედგება. მათ შორის არის ორი სიმღერა, რომელიც ბენდმა ყოფილ დრამერ ჩარლი უოტსთან ერთად 2019 წელს ჩაწერა. უოტსი 2021 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მას შემდეგ, რაც ჩარლიმ დაგვტოვა, ყველაფერი სხვანაირადაა,” – თქვა კით რიჩარდსმა. „ის ჩვენი მეოთხე წევრია. Რა თქმა უნდა, საშინლად გვაკლია.”

რიჩარდსის თქმით, უოტსმა პირადად გაუწია რეკომენდაცია დრამერ სტივ ჯორდანს „მის შემცვლელად იმ შემთხვევაში, თუ თავად რამე მოუვიდოდა.”

სწორედ ჯორდანია ჯგუფის ახალი დრამერი, რომელიც ბენდთან ერთად გასულ წელს ტურნეში იყო და ახალი ალბომის 10 კომპოზიციაში უკრავს. „ასე რომ, ეს ბუნებრივი პროგრესი იყო. ბევრად რთული იქნებოდა ჩარლის კურთხევის გარეშე,” – თქვა რიჩარდსმა.

ალბომებს შორის თითქმის ოცწლიანი სხვაობის შესახებ საუბრისას ჯაგერმა თქვა, რომ „ბენდი უმეტეს დროს გზაში ატარებდა”, თუმცა შემდეგ იხუმრა: „შეიძლება, ცოტა ვიზარმაცეთ კიდეც.” 80 წლის მომღერლის თქმით, რიჩარდსა და ვუდს შობამდე შეხვდა და ჯგუფმა თავს ახალი ჩანაწერისთვის დედლაინი ვალენტინობის დღისთვის დაუთქვა. 

„როცა მომღერალს ახალი ჩანაწერის გაკეთება უნდა, მაშინვე უნდა ჩაწერო, რადგან არასდროს იცი, ეს კიდევ როდის მოხდება,” – თქვა რიჩარდსმა. შემდეგ კი ჯაგერს მიუბრუნდა და უთხრა:  „ეს შენთვის აქამდე არასდროს მითქვამს.”

„არც ახლა უნდა გეთქვა,” – უპასუხა ჯაგერმა. „კარგია, ახლა უკვე მეცოდინება, რომ მხოლოდ ეს უნდა გავაკეთო.”

რიჩარდსმა აღნიშნა, რომ ალბომისთვის ალტერნატიული სახელწოდებებიც ჰქონდათ, მათ შორის იყო Hit And Run და Smash And Grab. თუმცა შემდეგ ტრიო Hackney Diamonds-ზე შეთანხმდა, რადგანაც, რიჩარდსის თქმით, Rolling Stones „ლონდონური ბენდია”. ჰექნი კი ლონდონის ერთ-ერთი უბანია. სწორედ იქ შედგა  Hackney Diamonds-ის პრეზენტაციაც. 

„არ მინდა ვიტრაბახო, მაგრამ ამ ალბომს არ გამოვუშვებდით, მართლა რომ არ მოგვწონდეს,” –  უთხრა ჯაგერმა აუდიტორიას. „ჩვენ არ გვინდოდა, რომ უბრალოდ ნებისმიერი რიგითი ჩანაწერი გაგვეკეთებინა. Სანამ სტუდიაში შევიდოდით, ვთქვით, რომ ისეთ ალბომს ჩავწერდით, რომელიც ჩვენ თვითონ მოგვეწონებოდა. იმედი გვაქვს, თქვენც მოგეწონებათ.”

პრესკონფერენციაზე იყო ასევე კითხვებისა და პასუხების ეპიზოდიც, სადაც ჯიმი ფელონმა ჯგუფის წევრებს ფანების კითხვები დაუსვა.  „მიკ და კით, თქვენ უფრო დიდხანს ხართ ერთად, ვიდრე მე და ჩემი ცოლი. Რა არის ამის საიდუმლო?” – ჰკითხა მუსიკოსებს ერთ-ერთმა ფანმა. „ბევრს არ ვლაპარაკობთ,” – იხუმრა პასუხად ჯაგერმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lady Gaga

ლედი გაგამ ლას ვეგასში გამართულ საღამოზე Born This Way ტრანსგენდერთა უფლებებს მიუძღვნა

შემდეგი სტატია

ბილი აილიში, შერილ ქროუ და სხვა მუსიკოსები იარაღით ძალადობის საწინააღმდეგო კოალიციას უერთდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი