9 სექტემბერი – წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული დღე

ვახტანგ კახიძე, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გიორგი გიგაშვილი, ნინო კასრაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი – ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეული დღე.

წინანდლის ფესტივალის რიგით მეათე დღეს, დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის ორგანიზატორები დაუვიწყარ დღეს ჰპირდებიან. ამ დღეს მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა მოისმინოს გამორჩეული პიანისტი გიორგი გიგაშვილი, ცნობილი ქართველი დირიჟორის ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, პიანისტ ოლგა შეპსის და დავიდ გარეტის თანხლებით თბილისის სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ნაწარმოებები და იხილოს ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობის ნინო კასრაძის თეატრალური დადგმა.

9 სექტემბერს, ფესტივალის განრიგის მიხედვით, დღის 12:00 საათზე, პიანისტი გიორგი გიგაშვილი IXX საუკუნის გერმანელი კომპოზიტორის რობერტ შუმანის და  რომანტიზმის ეპოქის წარმომადგენლის, უნგრელი კომპოზიტორსა და ვირტუოზს ფრენც ლისტის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

23 წლის ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი ვიგოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია, რამაც 2019 წელს მის კარიერაში გარდამტეხი როლი შეასრულა. იგი არის ბად-კისინგენის კონკურსის KlavierOlymp-ის პირველი პრემიის და მსმენელთა პრიზის მფლობელიც. 2023 წელს გიორგი გიგაშვილმა არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე II პრემია, უმცროსი ჟიურის პრიზი, სპეციალური პრიზი კამერული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის და მსმენელთა 5 სპეციალური პრიზი მიიღო. 2022/23 წლების სეზონში გიორგი გიგაშვილი Classeek-ის ელჩ ხელოვანად დასახელდა.

9 სექტემბერს, 19:00 საათზე, წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება დაიწყება, სადაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორი ვახტანგ კახიძე, პიანისტ ოლგა შეპსის და ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტის თანხლებით უხელმძღვანელებს.

ღონისძიებაზე ფრიც კრაისლერის ოთხი პიესა და პეტრე ჩაიკოვსკის  „ფრანჩესკა და რიმინი“  შესრულდება.

ყველასთვის ცნობილი ქართველი დირიჟორის ვახტანგ კახიძის დებიუტი და სადირიჟორო მოღვაწეობა 1989 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან დაიწყო. 1993 წლიდან კი იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია. 2002 წელიდან  ვახტანგ კახიძე თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ პერიოდში ორკესტრმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან შემოქმედებით წარმატებებს და აღიარებას  მიაღწია. 1993  წლიდან, ვახტანგ კახიძე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „შემოდგომის თბილისს“ უძღვება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს მასპინძლობს. 

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს უკრაინელი პიანისტი ოლგა შეპსი, იგი ისეთ წამყვან ორკესტრებთან  ერთად გამოდის როგორებიცაა: მონტე-კარლოს ფილარმონიული, ვარშავის ფილარმონიული, ზალცბურგის მოცარტეუმის, მიუნხენის სიმფონიური, შოტლანდიის სამეფო ეროვნული, ციურიხის კამერული, NDR რადიოს ფილარმონიული, ტულუზის ეროვნული, პრაღის ფილარმონიული, ისრაელის ფილარმონიული, ახალი იაპონიის ფილარმონიული, ბრაუნშვაიგის სახელმწიფო, ჰელსინბორგის სიმფონიური ორკესტრები და სხვა. 

2009 წლიდან ოლგა შეპსი ხმისჩამწერი ლეიბლის Sony Classical ექსკლუზიური არტისტია. მისმა სადებიუტო ალბომმა „შოპენი“ ECHO Klassik-ის ჯილდო გამოსვლისთანავე მოიპოვა. 2013 წლიდან კი ოლგა Steinway-ს არტისტია.

9 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის მესამე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოება ჟან კოქტოს პიესას „ადამიანის ხმას“ მსახიობ ნინო კასრაძის შესრულებით იხილავს. ავანგარდისტმა მწერალმა პიესა დიალოგ-მონოლოგი, 1930 წელს დაწერა. პიესა ერთადერთ პერსონაჟ ქალს ტელეფონის ყურმილით ხელში, წარმოგვიდგენს, რომელიც ყოფილ შეყვარებულს ესაუბრება.

მსახიობი ნინო კასრაძე 1996 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი გახდა სპექტაკლ „მაკბეტში“ ნათამაშები როლისთვის, 2001 წელს კი მას „წინანდლის პრემია“ მიენიჭა.

სრული პროგრამის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულებს: 

www.tkt.ge/tsinandalifestival

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრეიკმა კონცერტების დროს სცენაზე ნასროლი ბიუსტჰალტერების კოლექცია გააზიარა

შემდეგი სტატია

Blink-182 საიდუმლოებით მოცულ ახალ მუსიკას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი