Zaza – ქართველი არტისტის, ზაზა თევთიძის მუსიკალური პროექტი

ახლახან Zaza-მ Never Look Back ლიტვურ ლეიბლზე – Lithuania HQ-ზე გამოსცა.

25 წლის ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია, ბათუმიდან. ბოლო ცხრა წელია, მისი საქმიანობა მუსიკასთან არის დაკავშირებული. ამ დროის განმავლობაში არტისტმა საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. 

ზაზა თევთიძე, არტისტი:

„შვიდი წლის ვიყავი, როცა ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა დავიწყე და ექვსი წლის შემდეგ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორია დავამთავრე. სიმართლე რომ გითხრათ, ამ წლების განმავლობაში მუსიკა ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევდა, თუმცა დამთავრების შემდეგ პირველად დავინტერესდი მელოდიების და ბიტების წერით. 2013 წელს ბითი პირველად გავყიდე ამერიკაში. შემდეგ ქართველი არტისტებიც აღმოვაჩინე და მათ ჩემ მიერ დაწერილ ინსტრუმენტალებზე სიმღერები გამოუშვეს. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მუსიკაში.“

ზაზა თევთიძე

ზაზა თავდაპირველად ჰიპ ჰოპ ბითებს აკეთებდა, შემდეგ კი Trap და EDM მუსიკის წერა დაიწყო. ამჟამად არტისტი მუსიკალურ სფეროში Zaza-ს სახელით მოღვაწეობს და სწორედ ამ პროექტით 20-მდე სინგლი და 3 EP აქვს გამოშვებული. ერთ-ერთი ნამუშევარია Skrillex-ის Killa-ს ოფიციალური რემიქსი, რომელიც Zaza-სთვის დიდ წარმატებად იქცა. რემიქსი თავად Skrillex-მა და მისმა ლეიბლმა OWSLA/NestHQ-მ აღმოაჩინა და 2016 წელს ინტერნეტში გაავრცელა. 

„Zaza-ს სახელის ქვეშ ტრეკების გამოშვება სწორედ ამ რემიქსით დავიწყე. იმ დროს Skrillex-მა ჩემ შესახებ ტვიტერზე პოსტიც გამოაქვეყნა. ასევე გამოვუშვი Miquela-ს სინგლის Hard Feelings ოფიციალური რემიქსი. ჩემი ყველაზე პოპულარული ტრეკია Be Together, რომელიც UK-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ელექტრონულ ლეიბლზე, NoCopyrightSounds-ზეა გამოშვებული. ორიგინალ ვიდეოს Youtube-ზე 17 მილიონი ნახვა აქვს, Spotify-ზე კი 5 მილიონზე მეტი სტრიმი. ეს ტრეკი აპლიკაცია Shazam-ით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 200,000-ზე მეტჯერ არის მოძებნილი. ლეიბლის კონცეფციიდან გამომდინარე, ტრეკზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება და ე.წ. კრეატორებს მისი გამოყენება უფასოდ შეუძლიათ. ოფიციალური მონაცემებით, ტრეკი 800 ათასზე-ზე მეტ ვიდეოშია გამოყენებული. ამ ტრეკის ნახვების ჯამი 2,8 მილიარდზე მეტია.“

რაც შეეხება ჟანრობრივ მიმართულებას, როგორც არტისტი ამბობს, დაწყების დღიდან უჭირს მისი განსაზღვრა.

„შემიძლია ნამუშევრები ყველა ჟანრში შევქმნა. თავიდან ეს ჩემი, როგორც არტისტის მინუსი მეგონა, თუმცა მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ პირიქით – ეს ჩემი ხელწერაა.“

არტისტის ინტერესი ბოლო დროს Tech House-ს დაუკავშირდა და მისი ახალი ნამუშევრებიც სწორედ ამ ჟანრობრივი მიმართულების არის. ახლახან Zaza-მ ტრეკი სახელწოდებით Never Look Back ლიტვურ ლეიბლზე – Lithuania HQ-ზე გამოსცა. ლეიბლი Deep Bass, Slap House და Tech House ჟანრის ტრეკებს აქვეყნებს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლეიბლზე ბევრი ცნობილი ჩანაწერი გამოიცა, მაგალითად Dynoro და Gigi D’Agostino-ს In My Mind. 

„ჩემთვის ასეთ დიდ მუსიკალურ ლეიბლთან თანამშრომლობა დიდი წარმატებაა. ზოგადად,  ლეიბლებზე მუსიკის გამოცემა არ მიყვარს, თუ ის ჩემთვის სასურველ სერვისებს არ მთავაზობს. Lithuania HQ-ს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ხშირი კომუნიკაცია აქვს ევროპაში არსებულ რადიოებთან და კომპანიამ ჩემი ახალი ტრეკიც უკვე გაგზავნა მათთან.“

Spotify-ის სტატისტიკით, Zaza-ს ახალი ტრეკის მსმენელი აშშ-ს და ევროპის ტოპ ქალაქებიდან არიან. TOP 10 ქალაქშია თბილისი და ბათუმი, რაც არტისტის თქმით, მის კარიერაში პირველად ხდება. Never Look Back სტრიმინგ პლატფორმა Audius-ზე House ჟანრის კატეგორიაში ყველაზე პოპულარულ ტრეკებს შორის პირველ ადგილზე მოხვდა, ხოლო ყველა ჟანრის კატეგორიაში – მესამეზე.

„ეს ტრეკი თავიდან ერთ-ერთი ძველი სიმღერის რემიქსი უნდა ყოფილიყო. სულ სხვა ვოკალით დავიწყე მუშაობა. უფრო გასართობად ვაკეთებდი. როცა მივხვდი, რომ ტრეკს პოტენციალი ჰქონდა, გადავწყვიტე, ორიგინალი ვერსია გამომეშვა. ახალ ვოკალზე ლიცენზია მივიღე, შემდეგ  მარტივი, თუმცა ამყოლი აკორდები დავამატე და მივიღე ის, რაც ახლა არის. ის ჩემი სხვა ტრეკებისაგან გამოცემის პროცესით განსხვავდება.  მუსიკალურ ნამუშევართან  ერთად ინსტაგრამის ფილტრი და Tiktok x CapCut-ის Template გამოვუშვით. ორივე შემთხვევაში ფონად Never Look Back ირთვება. ერთი კვირაა, რაც ჩავუშვით და ფილტრი Meta-ს პლატფორმებზე უკვე 15000-ზე მეტჯერ გამოიყენეს. ეს ყველაფერი ჩემი იდეა იყო და ლეიბლის დახმარების გარეშე განვახორციელეთ.“ – ზაზა თევთიძე.

Never Look Back-ის გამოცემამდე, არტისტს დიდხნიანი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა. ამჯერად ის ახალი ნამუშევრების გამოცემას აქტიურად გეგმავს. ძირითადად ისევ Tech House ჟანრში აპირებს მუშაობას, თუმცა  შემდგომი ტრეკის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

მოუსმინეთ Zaza-ს ტრეკს სახელწოდებით Never Look Back: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-მ ბრუკლინში გამართულ შოუზე SOS-ის დელუქს ვერსიის გამოცემა დააანონსა

შემდეგი სტატია

ბარბარა სტრეიზანდის მემუარების გამოცემამდე, მუსიკოსის ორი ალბომი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი