ილონ მასკს და Grimes მესამე შვილი შეეძინათ, რომლის შესახებაც ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის შესახებ ახალი ბიოგრაფიული წიგნიდან გარკვეული დეტალები ცნობილი გახდა.
ილონ მასკის ბიოგრაფიული წიგნი უოლტერ აიზენოქსმა დაწერა, რომელიც იუწყება, რომ ყოფილ წყვილს მესამე შვილი, სახელად Techno Mechanicus ჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით ბავშვს მეტსახელად „ტაუ“ დაარქვეს.
პრესისთვის ჯერჯერობით უცნობია შეიცავს თუ არა Space X-ის დამფუძნებლის და X-ის ყოფილი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ბიოგრაფია ბავშვის დაბადების შესახებ ზუსტ დეტალებს.
52 წლის ილონ მასკს და 35 წლის Grimes კიდევ ორი საერთო შვილი ჰყავთ, სამი წლის ვაჟი, სახელად X AE A-XII (X) და ქალიშვილი – Exa Dark Sideræl (Y).
„ჩვენ ნაწილობრივ ცალკე ვცხოვრობთ, თუმცა ერთმანეთი კვლავ გვიყვარს. ხშირად ვხვდებით და კარგი ურთიერთობა გვაქვს. სამუშაოდან გამომდინარე SpaceX-სა და Tesla-ში ტეხასში ან საზღვარგარეთ ხშირად მიწევს მოგზაურობა, იგი ძირითადად ლოს-ანჯელესში მუშაობს.“ – განუცხადა მასკმა Page Six -ს.