ლონდონში ჰარი სტაილსი ტაქსის მძღოლმა ვერ იცნო

„ის ძალიან მეგობრული ახალგაზრდა მამაკაცი იყო!“ – დაწერა ლონდონელმა ტაქსის მძღოლმა პაულამ.
ჰარი სტაილსი 65-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე. Crypto.com Arena, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: მაიკლ ბაქნერი.
ჰარი სტაილსი 65-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე. Crypto.com Arena, 2023 წლის 5 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: მაიკლ ბაქნერი.

კერძო ტაქსის მძღოლმა სახელად პაულამ 23 მარტს ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა. მისი თქმით,  ჰარი სტაილსმა ლონდონში მისი მანქანით იმგზავრა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მძღოლმა თავდაპირველად არტისტი ვერც კი იცნო. მოგვიანებით მან პოპვარსკვლავთან  გადაღებული სელფი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: „დღეს გზაში ერთი ახალგაზრდა კაცი ავიყვანე. საუბარი დავიწყეთ და ვუთხარი, რომ მისი ხმა ძალიან ჰგავდა ჰარი სტაილსის ხმას, მან მიპასუხა: ეს იმიტომ, რომ ჰარი სტაილსი ვარ… ის მართლაც ძალიან მეგობრული ადამიანი აღმოჩნდა!“ – წერს პაულა.

ფოტოზე პაულა მძღოლის ფანჯრიდან იყურება, ხოლო ჰარი სტაილსი კამერაში იღიმის. 28 მარტს, პაულამ ფოტო კვლავ გააზიარა სთორიში, წარწერით: „ჰარი სტაილსი ლონდონამდე წავიყვანე.”

როგორც ჩანს, ჰარი სტაილსი იაპონიაში ყოფნის შემდეგ თავის სამშობლოში დაბრუნდა. გრემის მფლობელმა არტისტმა 2 მარტს ტოკიოს მარათონში მიიღო მონაწილეობა, სადაც 37 000-ზე მეტი მონაწილიდან 6 010-ე ადგილი დაიკავა. ტოკიოდან ლონდონამდე ჰარი სტაილსი სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა, თუმცა ერთ-ერთი ადგილი, სადაც ის უახლოეს მომავალში არ ჩავა, ლას-ვეგასია. მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, ჰარი სტაილსი 2025 წელს The Sphere-ში რეზიდენციას არ გეგმავს.

13 მარტს ამ ჭორებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი The Sphere-ის წარმომადგენელმა, რომელმაც Billboard-ს ექსკლუზიურად განუცხადა: „სიმართლის გასარკვევად უნდა ითქვას, რომ ჰარი სტაილსის Sphere-ში წარდგენის გეგმა არც არასდროს არსებობდა.“

აღსანიშნავია, რომ ჰარი სტაილსს 2023 წლის შემდეგ  ტურნე  არ ჰქონია. არტისტმა ორ წლიანი გლობალური Love On Tour წარმატებით დაასრულა. მისი ბოლო ალბომი Harry’s House 2022 წელს გამოვიდა, რომელშიც ჰიტი As It Was-ია შესული. ეს უკანასკნელი Billboard Hot 100-ის სათავეში 15 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, ხოლო  ორი კვირა – Billboard 200-ში ლიდერობდა. თავად ალბომმა Harry’s House-მა კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ალბომის ჯილდო დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

შემდეგი სტატია

ტომ ჰენკსი საკუთარ ვაჟს ვიდეოკლიპში „ფორესტ გამპის” სცენების გაცოცხლებაში დაეხმარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვიქტორია ჯასტისი - Love Zombie ჰელოუინის წვეულება GILBERT FLORES/VARIETY VIA GETTY IMAGES

 2025 წლის ვარსკვლავების ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმები

Megan Thee Stallion-ის, ქლოე ბეილის, ქეინ ბრაუნის, ვიქტორია ჯასტისის და სხვა ვარსკვლავების 2025 წლის ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმების მიმოხილვა.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, მენტალური კრიზისის დროს კანიე უესტი მათ ლამბორგინებს სხვებს ჩუქნიდა

ვარსკვლავმა ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, როცა ყოფილი ქმარი პიტ დევიდსონს დასცინოდა, მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ.
მეტი
D'Angelo Shahar Azran/Getty Images

D’Angelo – მუსიკა, აურა და გაუჩინარება, რომელმაც იგი ნეო-სოულის გიგანტად აქცია

პოდკასტ Mic Drops & Elbow Drops-ის ეპიზოდში კარლ ლამარი ნეო-სოულის ლეგენდას, D’Angelo-ს ხსოვნას პატივს მიაგებს. მუსიკოსი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მეტი
ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან განქორწინების დადებით მხარეზე ისაუბრა: „ახლა სრულიად სხვა ადამიანი ვარ“

მსახიობისა და მომღერლის თქმით, წყვილის დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
მეტი