„ბრუნტეტის” ქართული ტურნე იწყება

„ბრუნტეტი” მუსიკალური სპექტაკლია, რომელიც კორძის ბავშვობის ჩანაწერებზეა დაფუძნებული.
ალექსანდრე კორძაია - Kordz
ალექსანდრე კორძაია – Kordz

27 სექტემბრიდან სპექტაკლი „ბრუნტეტი” საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. ამის შესახებ მუსიკოსი კორძი სოციალურ ქსელში წერს. გამოქვეყნებულ ვიდეოში მუსიკოსი სპექტაკლის მოკლე ისტორიას ჰყვება და ტურნეს თარიღებსა და ქალაქებს აანონსებს. 

„ბრუნტეტი” მუსიკალური სპექტაკლია, რომელიც კორძის, რეჟისორ სანდრო კალანდაძის, ჰოლანდიური ანსამბლ Kluster5-ისა და თეატრალური კომპანია „ჰარაკის” თანამშრომლობით შეიქმნა. სპექტაკლი კორძის ბავშვობის ჩანაწერებზეა დაფუძნებული, რომლებიც მუსიკოსმა შემთხვევით ძველ კასეტაზე აღმოაჩინა. ამ ჩანაწერების შთაგონებით მან მუსიკალური ნაწარმოები დაწერა, რომელზეც შემდგომ სანდრო კალანდაძემ სპექტაკლი დადგა. სპექტაკლის პრემიერა თბილისში, „ჰარაკის” სცენაზე 5 თებერვალს შედგა. 27 სექტემბრიდან კი სპექტაკლი როგორც თბილისის, ასევე რეგიონების თეატრების სცენებზე დაიდგმება. 

ნახეთ კორძის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლენი კრავიცი, 2023 წლის 12 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო: მაიკ კოპოლა

ლენი კრავიცი TikTok-ს შეუერთდა

შემდეგი სტატია

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი