Reverse – LOUDspeakers ახალ სიმღერას აზიარებს

„ჯერ კონცერტებზე ვუკრავდით, რომ მსმენელის რეაქცია გვენახა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა.”

LOUDspeakers ახალ კომპოზიციას აზიარებს, სახელწოდებით Reverse. მათი ერთგული მსმენელისთვის სიმღერა უცხო არ არის, რადგან ჩანაწერის გამოშვებამდე ჯგუფი მას ბოლოდროინდელ კონცერტებზე ასრულებდა. სიმღერას თან ახლავს ბათუმის კონცერტის დროს გადაღებული კადრებით შექმნილი ვიდეოკლიპიც. 

ლევან ლაუდაძე – LOUDspeakers-ის სოლისტი:

„ჩემთვის გამორჩეული კომპოზიციაა იმით, რომ კონცერტზე დასაკრავად არის ძალიან კომფორტული. ამასთანავე, ჩაწერამდე ჯერ კონცერტებზე გადავწყვიტეთ მისი დაკვრა, რომ უბრალოდ გვენახა მსმენელის რეაქცია, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. ამან კი უკვე მუხტი მოგვცა, რომ საბოლოოდ Reverse ჩანაწერად გვექცია. 

სიმღერის იდეა მისი სახელწოდებიდან გამომდინარეობს. ჩვენს რეალობაში ყველაფერი ერთმანეთის საპირისპირო და საწინააღმდეგოა. ტექსტში არის ასეთი ფრაზა, რომ „დღეს ღამე ცვლის და, თითქოს, მეც ამ ქაოსის ნაწილი ვარ”. ყველაფერს აქვს მეორე მხარე – როგორც მედალს. ეს კანონზომიერებაა, თუმცა უამრავი რამ ხდება დღეს მსოფლიოში, რაც ამ კანონზომიერების ფარგლებს სცდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისევ ადამიანების ბრალია ყველა ის საშინელება, რაც ჩვენს რეალობაში ხდება. Რაღაც მხრივ დღევანდელობასაც ეხმიანება და ეს არის, თითქოს, უწყვეტი ხაზი, რომ ყოველთვის ასე იყო, ასე არის და იქნება. ყველაფერს აქვს საწინააღმდეგო მხარე და ჩვენ გვიწევს ამ რეალობაში ცხოვრება. მთავარია, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და რომელ მხარეს ავირჩევთ ასეთ დროს.”

LOUDspeakers სინგლების გამოცემას განაგრძობს. უახლოეს მომავალში კი ჯგუფი ქართულენოვანი სიმღერის ჩაწერასაც გეგმავს. 

„ამ სიმღერის ავტორია ჩვენი პროდიუსერი გვაჯი (გიორგი გვარჯალაძე), რომელმაც ის 20 წლის წინ დაწერა, როცა გერმანიაში იყო. ჩვენ კი გვინდა, რომ გავაცოცხლოთ და ამ კომპოზიციის ჩვენებური ვერსია გავაკეთოთ. ასევე ვგეგმავთ სოლო კონცერტს ნოემბერში. დეკემბერში კი გვინდა, აკუსტიკური კონცერტი გავაკეთოთ. აკუსტიკური კონცერტი ძალიან ბევრი წელია, არ გვქონია და მონატრებული გვაქვს ეს უშუალო ემოცია და კავშირი მსმენელთან.”

მოისმინეთ LOUDspeakers-ის Reverse:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Anastasia & Ranina - Over The Sky

საქართველოს გზავნილი საბავშვო ევროვიზიაზე Anastasia & Ranina სიმღერით Over The Sky

შემდეგი სტატია

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი Europalia წელს საქართველოს ეძღვნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი