Daft Punk პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობას არ მიიღებს

მოლაპარაკებების მიუხედავად, დუეტმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ფოტო: დევიდ ბლექი

2024 წელს მსოფლიო ოლიმპიური თამაშები პარიზში გაიმართება. სპორტული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ყოველთვის სანახაობრივი ცერემონიით იხსნება, რომლის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე მასპინძელი ქვეყნის წამყვანი მუსიკოსები გამოდიან. პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორების სურვილი იყო, რომ ცერემონიაზე Daft Punk გამოსულიყო, თუმცა მოლაპარაკებების მიუხედავად, დუეტმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 

როგორც ფრანგული გამოცემა – Le Parisien გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება, Daft Punk-თან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. სტატიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სამხატვრო ხელმძღვანელმა, თომას

ჯოლიმ გააკეთა. „ძალიან მოხარულები ვიქნებოდით, მათ გახსნის ცერემონიაზე რომ მიეღოთ მონაწილეობა. შეუძლებელია არ გაგვახსენდეს Daft Punk მაშინ, როცა საფრანგეთში საერთაშორისო ღონისძიების გამართვაზე ვფიქრობთ“ – აღნიშნა ჯოლიმ. 

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა და დუეტის პერფორმანსის შესაძლებლობისა, ფაქტია, რომ Daft Punk-ს ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ვერ ვიხილავთ. დუეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 25 ოქტომბერს Billboard-ს დაუზუსტა, რომ გავრცელებული ხმები ჭორები იყო და არა – ფაქტი, 

Daft Punk, როგორც მუსიკალური პროექტი 2021 წელს ოფიციალურად დასრულდა. 17 ნოემბერს დუეტი 2013 წლის ალბომის სახელწოდებით Random Access Memories საიუბილეო გამოცემას გამოუშვებს.

Daft Punk-ის საიუბილეო სერია  ინტერვიუებს  და სამუშაო პროცესის ამსახველ ჩანაწერებს აერთიანებს. სადაც შორის  არის ჯულიან კასაბლანკასთან, ნაილ როჯერსთან და ფარელ უილიამსთან ერთობლივი მუშაობის ამსახველი აუდიო მასალაც გვხვდება. 

რაც შეეხება პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, ის 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თიკა ბალანჩინი & New One-ის ახალი კომპოზიცია

შემდეგი სტატია

„დისკო გოგონას” ანუ რუსკა მაყაშვილის რჩეული მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი