სანდრო ბიბიჩ კვაჭაძის „სიტყვობანა” 

მუსიკოსმა ახალი პროექტის პირველი კომპოზიცია გამოსცა სახელწოდებით „სიყვარული”.
გრაფიკული დიზაინი: ელენე ალავიძე

სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ მსმენელს ახალი პროექტი წარუდგინა. „სიტყვობანა” ერთსიტყვიანი კომპოზიციების სერიაა, სადაც თითოეული სიმღერა ერთ კონკრეტულ სიტყვას ეძღვნება. პირველი სიტყვა და შესაბამისად, პროექტის პირველი კომპოზიციაც „სიყვარულია”. 

Სანდრო ბიბიჩ კვაჭაძე:

„სიტყვობანას” კონცეფცია ასეთია: ვიღებ ერთ სიტყვას, რომელიც იმ მომენტისთვის ემოციურად და ინტელექტუალურად ჩემთან ახლოსაა და მერე ამ სიტყვას „ვლუპავ” რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩანაფიქრი მქონდა, რომ რაღაც მედიტაციასავით ყოფილიყო, აი, ძილის წინ რომ მოესმინა ადამიანს, ან თუნდაც გაღვიძებისას, რომ დამშვიდებულიყო და შემდეგ დაეწყო დღე ან დაემთავრებინა. Პირველი ასეთი სიტყვა არის სიყვარული, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანის. არჩევანს აუცილებლად ჩემგან გამომდინარე ვაკეთებ. რასაც ჩემი გონება და ემოციური ნაწილი გადის იმ დროს, იმას ვაკავშირებ ჩემს მუსიკასთან და „სიყვარულიც” მაგის ნაყოფია.  Შემდეგი რამდენიმე სიტყვაც მაქვს უკვე ჩანაფიქრში. Სიტყვებს ჯერ არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იქნება ერთი მიმართულებით, მაგალითად, მხოლოდ სერიოზული, სიღრმისეული სიტყვები. Შეიძლება იყოს რაღაც სისულელეებიც. მრავალფეროვანი იქნება და სად წამიყვანს, ეგეც საინტერესოა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კომპოზიციის გრაფიკული დიზაინი და motion დიზაინი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ელენე ალავიძემ შექმნა.”

„Სიტყვობანასთან” ერთად ამ ეტაპზე სანდრო ბიბიჩა კიდევ არაერთ პროექტზე მუშაობს. მათ შორისაა მუსიკოსის პირველი ალბომი, პირველი ქართულენოვანი სიმღერა და აკაპელაში შესრულებული ქავერების სერია. 

„Პირველ რიგში, ალბომზე ვიტყვი. Leno Records-ში ვწერ ჩემს სადებიუტო ალბომს, რომელსაც ჰქვია „აკაპელა”. 6 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსმენელისთვის ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ალბომის გამოსვლამდე ერთ-ერთ მათგანს სინგლად გამოვცემთ. გვინდა, რომ მასზე ვიდეოკლიპიც გადავიღოთ, ჯერ ეს ვიდეო დავდოთ და შემდეგ უკვე ალბომი გამოვუშვათ. ასევე ვმუშაობ კიდევ ერთ სინგლზე, რომელიც იქნება ჩემი პირველი ქართულენოვანი სიმღერა. მელოდიაც და ტექსტიც ჩემია და მასზეც ვიდეოკლიპის გადაღებას ვგეგმავ. ეს სიმღერაც და ალბომიც, ვფიქრობ მომავალ წელს გამოვა. ხოლო წლევანდელ გეგმებს რაც შეეხება, მე დაწყებული მაქვს აკაპელა ქავერები ჩემს სოციალურ ქსელებში, სადაც  მე თვითონ ვშლი ხმებში ამ სიმღერებს და თავადვე ვიღებ ვიდეოებს, თუ როგორ ვმღერი სათითაო ხმას. ახლა კი ვაპირებ, რომ ეს სერია ქართველ მომღერლებთან ერთად განვაგრძო. უკვე შეთანხმებული ვარ 5 ქართველ მომღერალთან და ნოემბერში უკვე დავიწყებთ მუშაობას.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Mural Fest 2023

შემდეგი სტატია

Nini Iris „ნოკაუტის” ტურის გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი