Tbilisi Mural Fest 2023

წელს ფესტივალს ქუთაისიც შეუერთდა და ჯამში 14 ახალი კედელი მოიხატა.

Tbilisi Mural Fest 2023 დასრულდა. ფესტივალი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროში თბილისსა და ქუთაისში ჯამში 14 ახალი კედელი მოიხატა. წელს Mural Fest-ის ფარგლებში საქართველოში პირველი 3D მეპინგიც გაკეთდა. პროექცია სოლოლაკში, გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში მდებარე კედლისთვის შეიქმნა, რომელიც შარშან იტალიელმა არტისტმა Vesod-მა მედეას თემით მოხატა. მინათების პროექტის ავტორია გერმანულ სტუდია Resorb. 

ბესო მაზიაშვილი – ფესტივალის დამფუძნებელი:

„ეს მეთოდი უკვე კარგად არის აპრობირებული მსოფლიოში. სხვადასხვა ქალაქში გამორჩეულ მიურალებს უკეთებენ ხოლმე მინათებას. ეს არის 3D გრაფიკა, რომლითაც ეს ნამუშევარი ცოცხლდება: მინათების საშუალებით კედელზე მოძრაობა შემოდის. სტუდია, რომელიც ამას აკეთებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს, ძალიან ძლიერი სტუდიაა. მინათება რამდენიმე დღე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ღამით, რადგან სიბნელეა საჭირო და ყველა მსურველს ჰქონდა მისი ნახვის საშუალება.”

წელს Tbilisi Mural Fest უკვე მეხუთედ ტარდება. ამჯერად ფესტივალს კიდევ ერთი ქალაქი – ქუთაისი შეემატა, სადაც ექვსი დიდი ზომის კედელი მოიხატა. 

„წელს პირველად ჩავატარეთ Kutaisi Mural Fest. იქაც მუშაობდნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მხატვრები. მთელი მსოფლიოდან იყვნენ არტისტები: იტალიიდან, ბრაზილიიდან, უკრაინიდან… ძალიან შთამბეჭდავი ნამუშევრები შეიქმნა. ერთი განსაკუთრებით შეუყვარდა ქუთაისს: ბებია, რომელიც იქვე გელათში ვიპოვეთ და გადავიღეთ. მართალია, ეს ბებია რეალობაში არსებობს, მაგრამ ზოგადად ნამუშევარი მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას არ ეხება. ყველას ბებია გავაცოცხლეთ და თემატურადაც ძალიან ახლოს იყო რეგიონთან, რადგან, რაღაცნაირად, ყველას მასპინძელი და კერის შემნახველი ისევ ბებიაა. თბილისს რაც შეეხება, აქ უკვე რვა ახალი კედელი მოვხატეთ. 

Kutaisi Mural Fest 2023

ზოგადად, დიდი ზომის კედლების მოხატვა, ფაქტობრივად, პირველად ჩვენ დავიწყეთ. იყო წლები, როცა მსოფლიოში ყველაზე დიდი კედელი, მაგალითად, დიდუბეში რომ მოვხატეთ 2019 წელს, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოხატული კედელი იყო, 60-მეტრიანი. იმ დროისთვის ეს ყველაზე მასშტაბური მოხატული ფასადი იყო. 

Tbilisi Mural Fest 2023
60-მეტრიანი მოხატული კედელი, Tbilisi Mural Fest 2023

ამ სეზონზეც გვაქვს 14 და 16-სართულიანი კორპუსები, საკმაოდ მასშტაბური პროექტები. ზოგადად, ევროპაში იშვიათია ასეთი სიმაღლის კედლების მოხატვა. ასე რომ, როცა ვამთავრებთ ნამუშევრებს და პრესრელიზებს ვუგზავნით შესაბამის პლატფორმებს, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კედლები მაინც თბილისშია მოხატული.”

Tbilisi Mural Fest ახალი არტისტებითა და კედლებით უკვე მომავალი წლის სექტემბერში დაბრუნდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Stage -4D MONSTER LOBSTERS

შემდეგი სტატია

სანდრო ბიბიჩ კვაჭაძის „სიტყვობანა” 

შეიძლება დაგაინტერესოთ

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება - მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
მეტი
ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

25 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მეტი

ფოლკლორი, როგორც ქართული იდენტობის ცოცხალი მეხსიერება

ინტერვიუ ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან და ანსამბლ „ბასიანის” სამხატვრო ხელმძღვანელთან და დამაარსებელთან - გიორგი დონაძესთან.
მეტი

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი