Watershed – კლუბი KHIDI-ის აუდიო-ვიზუალური  ღონისძიებების სერია ახალი ლაივით დაბრუნდა

კლუბის სცენა დაიკავეს Byetone-მ, ფრენკ ბრეტშნაიდერმა და ნატალია ბერიძემ.
Watershed, ფრენკ ბრეტშნაიდერი. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Watershed კლუბი KHIDI-ის აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიაა, რომლის ფარგლებში ამჯერად კიდევ ერთი საღამო გაიმართა. Watershed-ის ახალი ეპიზოდი ეხმიანებოდა UNESCO-ს მიერ, თბილისისათვის ახალი მედია ხელოვნების დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას. 

კლუბის სცენა დაიკავეს Byetone-მ, ფრენკ ბრეტშნაიდერმა (Frank Bretschneider) და ნატალი ბერიძემ. ნატალია ბერიძის ლაივი  ვიზუალური ხელოვნების ჟანრის ერთ-ერთმა პიონერმა არტისტმა, ლასლო ბორდოსმა (László Bordos) გააფორმა. 

ნატალია ბერიძე. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

აღსანიშნავია, რომ აუდიო-ვიზუალური ლაივის მონაწილე გერმანელი არტისტები, ოლაფ ბენდერი და ფრენკ ბრეტშნაიდერი ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ლეიბლსა და ვიზუალური ხელოვნების გერმანულ პლატფორმას, RASTERMEDIA-ს წარმოადგენენ. ლეიბლი 1996 წელს დაარსდა და დღეს 50-მდე არტისტს აერთიანებს. 

სოფო ებრალიძე, KHIDI-ის წარმომადგენელი: 

„პროექტი Watershed 2017 წელს  დავიწყეთ. ღონისძიებების სერიის კონცეფცია არის ის, რომ აუდიტორიისათვის გამორჩეულ გამოცდილებად და შთაგონების წყაროდ იქცეს. გვიხარია, რომ ჩვენი ღონისძიების ახალ ეპიზოდში სწორედ RASTERMEDIA მონაწილეობს, რადგან ის ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ავტორიტეტული პლატფორმაა. რაც შეეხება აუდიო ვიზუალურ ხელოვნებას, ელექტრონული მუსიკის სცენაზე დღესდღეობით მუსიკა და ვიზუალი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. კლუბში განათება უმნიშვნელოვანესი დეტალია და KHIDI-ის კონცეფციიდან გამომდინარე, ამას ჩვენს სივრცეში დიდი ყურადღება ექცევა. განათების, ვიზუალის და მუსიკის სინთეზი, ყოველი ლაივის დროს, ერთ მთლიან გამოცდილებას ქმნის.” 

RASTERMEDIA. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Watershed-ის მუსიკალურ სესიამდე, KHIDI-ის სივრცეში ოლაფ ბენდერითან და ფრენკ ბრეტშნაიდერთან საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომლის თემა იყო:  აუდიო-ვიზუალური ფროდაქშენი და საშემსრულებლო ხელოვნება. 

ფრენკ ბრეტშნაიდერი, არტისტი: 

„აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში საჭიროა ბალანსი დაიცვა. თვალი აღქმის ნაწილში წამყვანი ორგანოა და შესაძლოა, ნანახმა სმენით მიღებული ინფორმაცია დაჩრდილოს. ვცდილობ, რომ ვიზუალი ინტენსიური არ იყოს და პერფორმანსის წამყვანი მუსიკა იყოს.” 

ფრენკ ბრეტშნაიდერი. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის შექმნაში დღეს უამრავი ტექნოლოგიაა ინტეგრირებული. ტექნოლოგიების განვითარებაზე საუბრისას,  ფრენკ ბრეტშნაიდერმა და ოლაფ ბენდერმა აღნიშნეს, რომ მათ მუსიკაში მთავარი მაინც არტისტული ხედვაა.

„ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას ინოვაციად არ აღვიქვამ. AI არსებული დიდი ბაზიდან იღებს ინფორმაციას და შემდეგ მასზე დაყრდნობით შექმნილ შედეგს გვთავაზობს. ამიტომ მისი შედარება  ადამიანის კრეატიულ შემოქმედებით პროცესთან შეუძლებელია. როგორც არ უნდა განვითარდეს ეს ტექნოლოგიები, ჩემთვის მთავარი მაინც სახელოვნებო მიდგომა იქნება.” – აღნიშნა ფრენკ ბრეტშნაიდერმა. 

Watershed. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტომ იორკი - პარიზის ფილარმონია, 2022 წლის 6 ივნისი. ფოტო: დევიდ ვოლფ-პატრიკი

Radiohead-ის პროექტი The Smile ახალ ალბომს სახელწოდებით Wall of Eyes აანონსებს

შემდეგი სტატია

პირველ დეკემბერს, ჯგუფ The Killages-ის კონცერტი Billboard Georgia Stage-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი