Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში, ცნობილი ჯგუფის – SNAP!-ის კონცერტი გაიმართა

ჯგუფის წევრებს კონცერტის დაწყებამდე Billboard Georgia ესაუბრა.
Snap!-ის კონცერტი Republic-ში.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Republic-ის სცენაზე, Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ცნობილი ჯგუფი SNAP! წარდგა. ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტ Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში იმართება. პროექტ Billboard Georgia Stage-ის მხარდამჭერია კომპანია Silknet. 

SNAP! გერმანული მუსიკალური პროექტია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა 1990-იან წლებში გამოშვებული ჰიტებით მოიპოვა.

Snap!-ის კონცერტი Republic-ში. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ჯგუფის წევრებს კონცერტის დაწყებამდე Billboard Georgia ესაუბრა.

SNAP!:

„ტრენდები იცვლება, ადამიანები და გარემოც იცვლება, ხოლო მუსიკა ამ ცვლილებებზე გავლენას ახდენს. მოდის ახალი თაობა და მუსიკა მათზეც ახდენს გავლენას. თუ შექმნი მუსიკას, რომელთანაც კავშირს ყველა პოულობს, ეს არაჩვეულებრივია.”

Snap!-ის კონცერტი Republic-ში. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

SNAP!-ის დისკოგრაფიაში არაერთ ცნობილ და კომერციულად წარმატებულ ნამუშევარს შევხვდებით, თუმცა ჯგუფმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა ისეთი ჰიტებით, როგორიცაა The Power და Rhythm Is a Dancer. ტრეკებმა საერთაშორისო ჩარტების ლიდერი პოზიციები მოიპოვეს და საცეკვაო მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს. The Power გლობალური ჰიტი გახდა და აშშ-ის ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო Rhythm Is a Dancer ბრიტანეთის ჩარტებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა. SNAP! ამ დრომდე აქტიურია და მათი მუსიკა კვლავ პოპულარულია. ჯგუფის მელოდიებს და ვოკალს დღემდე ვხვდებით ელექტრონულ სცენაზე.  ჯგუფის ნამუშევრები აქტიურად გამოიყენება ფილმებში, რეკლამებსა და DJ სეტებში. 

The Power-ის წარმატებაზე საუბრისას SNAP!-ის წევრი, პენი ფორდი აღნიშნავს: 

„ეს სიმღერა გამოვიდა მაშინ, როდესაც ცივი ომი მთავრდებოდა. ამიტომ ბევრმა ადამიანმა დაუკავშირა ის თავის მოგონებებს და საკუთარ ქვეყნებს, რომლებიც გათავისუფლდდნენ. ვფიქრობ, მისი გამოცემისთვის დრო არაჩვეულებრივად იყო შერჩეული, რადგან ყველას სჭირდებოდა ასეთი სიმღერა. მან ყველას საკუთარი ძალა აგრძნობინა.”

ნახეთ ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ალბომის გამოსვლამდე ლანა დელ რეი ახალ სიმღერას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი