Self Sufficient – Killages ახალ კლიპს აზიარებს

პირველ დეკემბერს Killages მსმენელის წინაშე Billboard Georgia Stage-ის მუსიკალური საღამოების სერიის ფარგლებში წარდგება.

ჯგუფმა Killages მსმენელს ახალი მუსიკალური  ვიდეო წარუდგინა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე, სახელწოდებით Self Sufficient, რომელიც შესულია ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში – Outcast. ვიდეოს რეჟისორი რომან სიმონიანია. კლიპში ქართველი მოცეკვავე, ნათია ბუნტური მონაწილეობს. 

როგორც Killages ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მუსიკალური ვიდეოს სიუჟეტის იდეა ადამიანის საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა.

გუგა მაჭარაშვილი:

„ეს ტრეკი ჯგუფის წევრებს განსაკუთრებით მოგვწონს და გვიყვარს, კლიპის გადაღებაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ვიდეოს მთავარი გმირი ნათია ბუნტურის პერსონაჟია, რომელიც თვითკმარი, დამოუკიდებელი  ადამიანია. ტრეკიც იდეურად სწორედ ამას გამოხატავს. ვიდეოს რეჟისორთან, რომან სიმონიანთან პირველად ვითანამშრომლეთ. გადაღებების პროცესი საკმაოდ სახალისო იყო. ვგეგმავთ, მომავალში კიდევ უფრო მეტ სიმღერაზე გადავიღოთ კლიპები და ჩვენს მსმენელს წარვუდგინოთ.“

პირველ დეკემბერს Killages მსმენელის წინაშე Billboard Georgia Stage-ის მუსიკალური საღამოების სერიის ფარგლებში წარდგება. კონცერტი Republic Event Hall-ის სცენაზე გაიმართება. 

 Killages ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელიც 2016 წელს, რუსთავში დაარსდა. ჯგუფის წევრები გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი და რატი რატიანი არიან. 2020 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი – Original Brothers გამოუშვა. 2023 წელს კი, მუსიკალური კოლექტივის რიგით მერე ალბომი, სახელწოდებით  Outcast გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კიმ კარდაშიანმა გაამხილა, თუ როგორ აუხსნა შვილებს კანიე უესტთან განქორწინების ამბავი

შემდეგი სტატია

ნატალია ნაყოფია ახალ სიმღერას აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი