კიმ კარდაშიანმა გაამხილა, თუ როგორ აუხსნა შვილებს კანიე უესტთან განქორწინების ამბავი

ტელევარსკვლავმა ოჯახის დანგრევის სირთულეებსა და იმ გავლენაზე ისაუბრა, რომელიც მამას, რობერტ კარდაშიანს მასზე აქვს, გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგაც კი.
კიმ კარდაშიანი
Dimitrios Kambouris/Getty Images

ოჯახის დანგრევა არასდროსაა ბავშვებისთვის მარტივი. მით უმეტეს, მაშინ, როცა მშობლები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან. ახალ ინტერვიუში კიმ კარდაშიანი სწორედ ამ თემაზე საუბრობს. ტელევარსკვლავმა ასევე  ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები გაიხსენა, რაც მამისგან, რობერტ კარდაშიანისგან ისწავლა და აღნიშნა, რომ მამას მასზე გავლენა დღემდე აქვს.  

2014 წელს დაქორწინების შემდეგ კარდაშიანი და უესტი ერთმანეთს საბოლოოდ 2022 წლის ნოემბერში დაშორდნენ. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ. როგორც სტატიიდან ირკვევა, კიმის დამოკიდებულება ოჯახის დანგრევის მიმართ განპირობებულია იმ რთული განქორწინების პროცესით, რომელიც რობერტ კარდაშიანმა კრის ჯენერთან გაიარა. კიმი მაშინ 9 წლის იყო, დაახლოებით, მისი უფროსი ქალიშვილის, ნორსის ასაკის. კორტნისგან განსხვავებით, რომელსაც მშობლების ჩუმი კამათი ესმოდა, კიმს მათი ჩხუბი არასდროს გაუგონია. ერთ დღესაც კი მშობლებმა გოგონებს ოჯახურ შეხვედრაზე დაუძახეს და განქორწინების შესახებ ყველაფერი გულწრფელად უამბეს.  კიმის თქმით, ეს იყო ის, რაც გონებაში ჰქონდა, როცა ფიქრობდა, რომ მისი შვილები კანიესთან დაშორებაზე შეეკითხებოდნენ. 

„საბოლოოდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის, რომ ბავშვებმა იგრძნონ, რომ ისინი უყვართ და მათი ესმით. ამ დროს ცდილობ, რომ ძალიან ფრთხილი იყო, რადგან ისინი ჯერ ბავშვები არიან და ამის გადატანა ისედაც რთულია, არ აქვს მნიშვნელობა – რა ასაკში. უნდა დარწმუნდე, რომ მხოლოდ იმ დონეზე ადიხარ, რასაც ისინი გაიგებენ. სრულიად ნორმალურია, რომ მათ ემოციური მხარე აჩვენო. მაგრამ არასდროს უნდა გადახვიდე ნეგატიურ მხარეზე,”  – ამბობს კარდაშიანი.

სტატიის ავტორმა კიმის დებსა და მეგობარს ჰკითხა, თუ როგორ შეიცვალა ტელევარსკვლავი განქორწინების შემდეგ. ყველა მათგანმა ხაზი გაუსვა კიმის განახლებულ თავდაჯერებულობას. „ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე არ იყო თავდაჯერებული,” – თქვა ქლოიმ. „მაგრამ ეს რაღაც სხვა რწმენაა, რაც მას ახლა აქვს. მან იცის, რომ ყველაფერი თავად შეუძლია, გააკეთოს. იცის, რა ძალა აქვს შინაგანად, ნაცვლად ფიქრისა,  რომ ძალა ვიღაც სხვის ხელშია.”

კარდაშიანის ბავშვობის მეგობარმა ელისონ სტატერმა კი დაამატა, რომ კიმს კანიესთან განქორწინების ეშინოდა, „Რადგან გულის სიღრმეში მას სურდა, რომ ოჯახი ერთად დარჩენილიყო. ის ამბობდა, რომ არ იცოდა, როგორი იქნებოდა ცხოვრების მეორე მხარე. მე ძალიან ამაყი ვარ მისით.”

კიმმა მის ბიზნესგეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სურს SKIMS-ის კაცის ხაზი გამოუშვას, რომელიც მამის გემოვნების მიხედვით იქნება შექმნილი. „ამ კაცს სტილი ჰქონდა,” – ამბობს მამაზე, რომელსაც ექსკლუზიურად „გუჩი” ეცვა, როცა კრის ჯენერთან დაიწყო შეხვედრა. „ყოველთვის უნდოდა, რომ კარგად სცმოდა.” 

მამის ბიზნესშემართება და დაჟინება, რომ შვილებს სამუშაო ეთიკა ესწავლათ, როგორც ჩანს, კიმის შვილებსაც გადაეცათ. ამის მაგალითად კარდაშიანმა ნორსი მოიყვანა. მისი თქმით, გოგონა მათი ქუჩის ბოლოს ლიმონათის სტენდს დგამს, სადაც გადახდის თავისებური სისტემა აქვს: 2$ უცნობი გამვლელებისთვის და ზოგჯერ 20$ ნაცნობებისთვის. „მეგობრები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ნორსმა მათ ლიმონათში 20$ გამოართვა. 20$-ს ართმევს და ეუბნება: „ხურდა არ მაქვს,” – აღნიშნა კიმმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეიმი ლინი ამბობს, რომ არასდროს არაფერი მიუღია თავისი დის, ბრიტნი სპირსისგან

შემდეგი სტატია

Self Sufficient – Killages ახალ კლიპს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერი 2025 წლის 11 თებერვალი OKPAKO/WIREIMAGE

სინდი ლოპერის თქმით, როცა გრეისი აბრამსის ეს სიმღერა პირველად მოისმინა, ატირდა

“მომწონს ის რიტმი, რასაც შენს სიმღერებში ქმნი, ეს სწრაფი ტექსტები საოცრად ეფექტურია.“ - უთხრა სინდი ლოპერმა გრეისი აბრამსს.
მეტი

ჯიმი კიმელი ABC-ის ეთერში დაბრუნდა – წამყვანმა მონოლოგში შოუს შეჩერებასა და ჩარლი კირკზე გაკეთებულ კომენტარებზე ისაუბრა

„არ მინდოდა ახალგაზრდა კაცის მკვლელობის სიმძიმის გაუფასურება. სინამდვილეში, პირიქით მინდოდა მესაუბრა. ზოგიერთისთვის ეს, შესაძლოა, არასწორ დროს ნათქვამად ან გაურკვევლად ჟღერდა. ან ორივე ერთად,” – განმარტა კიმელმა.
მეტი

კიმ კარდაშიანის ძვირფასეულობის გატაცების საქმეში ეჭვმიტანილი სასამართლოზე პასუხისმგებლობის აღებას გეგმავს

სასამართლო პროცესი 2016 წლის ძარცვას ეხება. განხილვა 28 აპრილს პარიზში დაიწყება.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი
Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი