Killages მსმენელის წინაშე Billboard Georgia Stage-ზე წარდგა

პროექტის წარმდგენია Club Iveria და „სილქნეტი“.

პირველ დეკემბერს Killages მსმენელის წინაშე Billboard Georgia Stage-ის მუსიკალური საღამოების სერიის ფარგლებში წარდგა. კონცერტი Republic Event Hall-ის სცენაზე გაიმართა. ჯგუფმა მსმენელისათვის საყვარელი სიმღერები და ჰიტად ქცეული მუსიკალური ნამუშევრები შეასრულა. 

რაც შეეხება პროექტს Billboard Georgia Stage – ეს არის Live კონცერტების სერია, რომლის წარმდგენია Club Iveria და „სილქნეტი“. აღსანიშნავია, რომ  Killages ამ მუსიკალური სერიების პირველი ქართველი შემსრულებელი იყო. 

Killages ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელიც 2016 წელს, რუსთავში დაარსდა. ჯგუფის წევრები გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი და რატი რატიანი არიან. 2020 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი – Original Brothers გამოუშვა. 2023 წელს კი, მუსიკალური კოლექტივის რიგით მერე ალბომი, სახელწოდებით  Outcast გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის ბაროკოს რიგით მეცხრე ფესტივალი დასრულდა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Stage წარმოგიდგენთ ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის კონცერტს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

Hitch-მა მსოფლიო მასშტაბით 370 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და უილ სმითის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება.
მეტი

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი