Nini Iris ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში წარდგება, რომელშიც კონკურსანტები ტეილორ სვიფტის სიმღერებს შეასრულებენ

კონკურსის ერთ-ერთი ნაწილი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ შემოქმედებას მიეძღვნება – მონაწილეებისაგან შემდგარი ტრიოები პოპ ვარსკვლავის სიმღერებს შეასრულებენ.
ნინი აირისი, The Voice.

საქართველოს დროით 12 დეკემბრის დილის 5 საათზე ტელეარხ NBC-ზე ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალი შედგება. რჩეული 9 კონკურსანტი მაყურებლის და მენტორების წინაშე წარდგება და მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს. ცნობილია, რომ კონკურსის ერთ-ერთი ნაწილი  ტეილორ სვიფტის მუსიკალურ შემოქმედებას მიეძღვნება – მონაწილეებისაგან შემდგარი ტრიოები პოპ ვარსკვლავის სიმღერებს შეასრულებენ. ცხადია ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი სიმღერები შესრულდება, თუმცა ტეილორ სვიფტის აქტუალობიდან გამომდინარე, The Voice მაყურებლებს განსაკუთრებულ ტურს ჰპირდება. ნახევარფინალის დასრულების შემდეგ ხმის მიცემის ეტაპი დაიწყება და მაყურებლები თავის რჩეულებს გამოავლენენ.

ნახევარფინალის ერთ-ერთი მონაწილეა ქართველი მუსიკოსი Nini Iris, რომელიც კონკურსის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სწორედ მაყურებელთ ხმებით გადავიდა. ნინიმ გასულ ტურში The Cure-ის ცნობილი სიმღერა – Lovesong შეასრულა. 

The Voice-ის გულშემატკივრები ნახევარფინალს განსაკუთრებით ელიან, რადგანაც ტეილორ სვიფტი 2023 წელს მსოფლიო მუსიკალური სცენის და პოპ კულტურის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვარსკვლავია. გარდა იმისა, რომ მომღერალი Billboard-ის  ჩარტების ლიდერია, მისმა საკონცერტო ტურნემ გაყიდვების რეკორდები მოხსნა. ახლახან ტეილორ სვიფტი გავლენიანმა გამოცემა Time-მა წლის ადამიანად დაასახელა. ამას წინ უძღოდა ამერიკული Forbes-ის ყოველწლიური სარეიტინგო სიის გამოვლენა, რომელშიც სვიფტმა მედიისა და შოუბიზნესის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ქალებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 

რაც შეეხება The Voice-ს, როგორც უკვე აღინიშნა, ნახევარფინალის დასრულების შემდეგ მაყურებლებს საშუალება ექნებათ, რჩეული მონაწილის წარმატება მნიშვნელოვნად განსაზღვრონ. 

შეერთებულ შტატებში მცხოვრებ გულშემატკივრებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც The Voice-ის ოფიციალური აპლიკაციიდან, ასევე NBC-ის ვებ-გვერდის მეშვეობით, ბმულზე – https://voice.vote.nbc.com.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ამერიკული Billboard მაილი საირუსს 2023 წლის რჩეულ პოპ ვარსკვლავებს შორის ასახელებს

შემდეგი სტატია

მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი