ამერიკული Billboard მაილი საირუსს 2023 წლის რჩეულ პოპ ვარსკვლავებს შორის ასახელებს

ჩარტების მონაცემებით და სხვადასხვა სარეიტინგო მაჩვენებლებით, მაილი საირუსი 2023 წლის არაერთი ჰიტის ავტორია.
ფოტო: NOUA UNU Studio

2023 წელი მაილი საირუსის მუსიკალურ კარიერაში განსაკუთრებული პერიოდი იყო. წლის დასაწყისში ის NBC-ის სპეციალური საახალწლო ეთერის თანაწამყვანი გახდა. მაილი თავის რჩეულ მომღერალთან, დოლი პარტონთან ერთად სცენაზე წარდგა. მომღერლებმა ჰიტები –  Wrecking Ball და I Will Always Love You დუეტში შეასრულეს. 

საახალწლო ეთერიდან მალევე,  2023 წლის 13 იანვარს საირუსმა სინგლი – Flowers გამოუშვა, რომელიც ჰიტად იქცა. მაილისთან ერთად სიმღერის თანაავტორი გრეგორი ალდი ჰაინი და მაიკლ პოლაკი არიან. როდესაც სიმღერა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნდა, მალევე ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. Youtube-ზე კლიპს ამჟამად 650 მილიონამდე ნახვა აქვს. კომპოზიციამ არამხოლოდ მსმენელის, არამედ უამრავი ვარსკვლავის ყურადღებაც მიიპყრო. საირუსის ნამუშევარს I Will Survive-ის ავტორი, გლორია გეინორიც გამოეხმაურა. გეინორმა მაილის მიმართა და აღნიშნა, რომ ეს სიმღერა ადამიანებს ამხნევებს და მოუწოდებს, საკუთარ თავში ძალა იპოვოს. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობდა, მსახიობ დაიან კიტონს ეკუთვნის . ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ კადრებში კიტონი საირუსის Flowers-ზე ცეკვავს. „მაილი, შენმა არაჩვეულებრივმა სიმღერამ მომანდომა, რომ ჩემს ეზოში მეცეკვა“ – სწორედ ეს აღწერა დაურთო ოსკაროსანმა მსახიობმა ვიდეოს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო საირუსმა თავისი ყოფილი ქმრის, ლიამ ჰემსვორთის დაბადების დღეზე – 13 იანვარს წარადგინა. ამ ფაქტმა განაპირობა ვარაუდი, რომ მაილიმ სიმღერა ლიამს მიუძღვნა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა კონსპირაციული თეორია გაჩნდა. მაგალითად, მსმენელებმა სიმღერის ტექსტში პარალელი აღმოაჩინეს მალიბუს სახლთან, რომელშიც წყვილი ცხოვრობდა. 

იანვრის ბოლოს სიმღერა  Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. Flowers საირუსის მუსიკალურ შემოქმედებაში მეორე ჰიტად იქცა. პირველი სიმღერა,  რომელმაც ამ სარეიტინგო შედეგს მიაღწია, Wrecking Ball იყო. Flowers მოხვდა Billboard 200-ის ჩარტშიც. აღნიშნულ ჩარტში სიმღერები სტრიმინგისა და გაყიდვების აქტივობების მიხედვით ჯგუფდება. The Billboard Global 200 მსოფლიოს 200-მდე გეოგრაფიულ ერთეულს ფარავს. 

2023 წლის მარტში საირუსმა დაანონსებული ალბომი – Endless Summer Vacation გამოსცა. ალბომის გამოცემას რამდენიმე სინგლზე გადაღებულიყო ვიდეოს წარდგენაც მოჰყვა. მათ შორის აღსანიშნავია Used To Be You Young, რომელიც 25 აგვისტოს გამოქვეყნდა და ამ დრომდე Hot 100-ის ჩარტშია წარმოდგენილი. 

მუსიკალურ სცენაზე მაილი საირუსის წარმატება აისახა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის გადაწყვეტილებაზეც. Grammy-ის 2024 წლის დაჯილდოების ე.წ. შორტლისტში საირუსი 6 ნომინაციით არის წარმოდგენილი.  ამ ნომინაციებს შორის არის მთავარი კატეგორიებიც – წლის ალბომი და წლის სიმღერა. ბუნებრივია, რომ წლის სიმღერაზე სწორედ Flowers არის წარდგენილი. 

2023 წლის ივნისში მაილი საირუსი ბრიტანულო Vogue-ის ყდაზე დაიბეჭდა. ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ ახალი ალბომის Endless Summer Vacation-ის მხარდამჭერი ტურნეს დაწყებას არ აპირებს. საირუსმა სტადიონებზე გამართულ შოუებს „არაბუნებრივი“ მდგომარეობა უწოდა. მომღერლის თქმით, მას საკუთარი თავისთვის ცხოვრება სურს და არ უნდა, რომ გადაწყვეტილებები სხვისი სურვილების  მიხედვით  მიიღოს. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, საირუსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ სურს ტურნეს ფარგლებში კონცერტების გამართვა.  „უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ჩემს ფანებთან ახლა იმდენად დიდ კავშირს ვგრძნობ, როგორც არასდროს.“ აღნიშნულია პოსტში, რომელიც საირუსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა. „მიუხედავად იმისა, რომ კონცერტზე პირისპირ არ ვხედავ, ისინი ჩემს გულში არიან.” – წერდა საირუსი. „ამას ფანების დაუფასებლობასთან კავშირი არ აქვს“ – აღნიშნა ვარსკვლავმა. მომღერლის თქმით, არ არის მზად, მუსიკალური ტურნეს რეჟიმით იცხოვროს. 

ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში, როცა მაილი საირუსის კარიერაში ერთ-ერთი  საუკეთესო პერიოდი იწყებოდა, ვარსკვლავი გადაცემაში – Today სტუმრად მიიწვიეს. შოუს წამყვანმა, ჰოდა კოტბიმ მომღერალს ჰკითხა, თუ რით განსხვავდება 30-იანი წლები ადრეული ასაკისგან. „მე სრულად განსხვავებული ვარ და ამავდროულად – იგივე.“ – უპასუხა მაილი საირუსმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ის ჩემთვის ყველაფერია“ – სელენა გომესი ბენი ბლანკოსთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

Nini Iris ამერიკული The Voice-ის ნახევარფინალში წარდგება, რომელშიც კონკურსანტები ტეილორ სვიფტის სიმღერებს შეასრულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი