Janngo სადებიუტო ალბომს გამოსცემს

ამჟამად მუსიკოსი ნიუ-იორკში, The School of Jazz and Contemporary Music-ში სწავლობს. როგორც მარიამი გვიყვება, ალბომზე მუშაობა სწორედ სასწავლებლის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ დაიწყო.

მუსიკოსი Janngo (მარიამ ჯანჯღავა) სადებიუტო ალბომს აანონსებს. არტისტმა სიახლე მსმენელს სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა. როგორც მუსიკოსო Billboard საქართველოსთან საუბრისას ამბობს, ახალი ნამუშევარი ჟანრობრივად მრავალფეროვანია და შინაარსობრივად მისი პიროვნებისა და ხასიათის რეპრეზენტაციაა.

მარიამ ჯანჯღავა:

„მგონია, რომ ყველა ინტერესების და ასაკის მსმენელი ამ ალბომთან საკუთარი თავის დაკავშირებას შეძლებს და ვფიქრობ, საინტერესო მოსასმენი იქნება. ალბომში უდიდესი ენერგიაა ჩადებული.”

მარიამმა ალბომზე ნიკა ფასურთან ერთად იმუშავა. როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, ეს კოლაბორაცია საკმაოდ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.

მარიამ ჯანჯღავა:

„ნიკა არამხოლოდ ამ ალბომის პროდიუსერი, არამედ ახლა უკვე ჩემი მეგობარიც არის. მან შეძლო, რომ  ალბომში საკუთარი თავი მეპოვა. ეს ნამუშევარი ჩემთვის, როგორც არტისტისთვის სიახლეა. ჟანრობრივად და არც გემოვნების კუთხით არ ჰგავს არაფერს იმას, რაც აქამდე მიკეთებია.” 

მარიამ ჯანჯღავა ბოსტონში, ბერკლის სამუსიკო კოლეჯში ჯაზ კომპოზიციის ფაკულტეტზე სწავლობდა. ცოტა ხნის წინ ის ნიუ-იორკში გადავიდა და The School of Jazz and Contemporary Music-ში სწავლობს. როგორც მარიამი გვიყვება, ალბომზე  მუშაობა სწორედ სასწავლებლის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ დაიწყო. 

“მუშაობის პროცესი პრინციპში ახლაც გრძელდება, რადგან ბევრი რამ არის დასამუშავებელი”- აღნიშნავს მუსიკოსი.

Janngo (მარიამ ჯანჯღავა) ქართველი მსმენელის დიდმა აუდიტორიამ ნინი ნუცუბიძესთან და პიანისტ გიორგი გიგაშვილთან კოლაბორაციული მუსიკალური პროექტით გაიცნო. არტისტი გამორჩეულია თავისი ძლიერი ვოკალით, ხმის ტემბრით და ჟანრობრივად ერთმანეთისაგან განსხვავებული კომპოზიციების ინდივიდუალური შესრულებით.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსეს მამის მემუარები ფილმის სახით გამოვა

შემდეგი სტატია

ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი