ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

თავდაპირველად, ოთარ იოსელიანი კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მოსკოვში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად იხსენებდა, ერთხელ უნივერსიტეტში სამხედროები მოვიდნენ და ახალი მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად წარჩინებული სტუდენტების შერჩევა დაიწყეს. სწორედ მაშინ მიატოვა სწავლა და მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩააბარა.

ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“  მუშაობდა, 1980 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.  იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In Vino Veritas!“, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს თავად ასრულებდა. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.

„საფრანგეთში გადაღებული ფილმები ფრანგებს ფრანგული ჰგონიათ. იმედი მაქვს, ქართველებმა იციან, ქართულ ფილმებს ვიღებ დღევანდელობაზე, იმაზე, რაც ვიცი.“ – ამბობდა თავად რეჟისორი.

მას აქვს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958),  „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966), „იყო შაშვი მგალობელი„ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“(1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: „ძველი ქართული სიმღერა” (1969), „თუჯი“ (1964), „საპოვნელა“.

1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მოუტანა, ფილმისთვის „პასტორალი“ კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.

2022 წლის 9 დეკემბერს, იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, „პრომეთე“ გადასცეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Janngo სადებიუტო ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის კონცერტი „რესპუბლიკაში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი
ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns

IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით BURNING AMBITION ბრიტანული ჰევი-მეტალის ლეგენდარული მუსიკოსების „შთამბეჭდავ 50-წლიან მოგზაურობას“ აღწერს.
მეტი