Creams-ის კონცერტი MTKVARZE – არტისტი მსმენელის წინაშე გამორჩეული კონცეფციის პერფორმანსით წარდგება

ახლახან მუსიკოსმა თავისი სადებიუტო LP დააანონსა, რომელზეც ბერლინში, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Creams (ნათია ჭიჭინაძე) ქართველი არტისტი და პროდიუსერია, რომელიც ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. Creams ფართო აუდიტორიამ  2019 წლის სინგლით Die For You გაიცნო. 2020 წლიდან არტისტს Sony Music Group-ის AWAL Records წარმოადგენს. 

Creams ბოლო პერიოდში გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში სექტემბერში დაბრუნდა. ახლახან მუსიკოსმა თავისი სადებიუტო LP დააანონსა, რომელზეც  ბერლინში ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. Creams-ის მუსიკალურ შემოქმედებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლეა: 23 დეკემბერს, კლუბში MTKVARZE ლაივ კონცერტი გაიმართება. გამორჩეული კონცეფციიდან გამომდინარე, მსმენელს საინტერესო მუსიკალური და ვიზუალური გამოცდილება ელოდება.

„Billboard საქართველო” Creams-ს დაანონსებული კონცერტისა და LP-ის შესახებ ესაუბრა. 

Creams:

„ლაივის დაგეგმვა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ვენიუ და ის გარემო, სადაც სცენაზე გამოვდივარ. ამას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება და სწორედ ამიტომ, ლაივებს იშვიათად ვმართავ. MTKVARZE ჩემთვის საინტერესო სივრცეა, რადგან შესაბამის ენერგეტიკასთან ერთად, არტისტებისათვის უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს ქმნის. ეს ლაივი ექსპერიმენტულიც არის, რადგან მისი შემადგენელი ნაწილი დრეგ პერფორმანსი იქნება, რაც ჩემთვისაც სიახლეა.”

Creams-ის კონცერტზე მოწვეული პერფორმერი თბილისის დრეგ სცენის ერთ-ერთი წარმომადგენელი Flora Kamikadze-ა. ლაივზე კიდევ ერთი არტისტი გამოჩნდება, რომლის ვინაობა უცნობია. იგი Creams-ის ერთ-ერთი ტრეკის თავისებურ ინტერპრეტაციას შეასრულებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Creams გერმანიიდან საქართველოში სექტემბერში დაბრუნდა. ბერლინის პერიოდი მისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. გარდა ალბომზე მუშაობისა, არტისტი რამდენიმე ბერლინური ვენიუს სცენაზე გამოვიდა. 

Creams:

„ბერლინი საკმაოს სპეციფიკურია. ის დამოკიდებულება, რომ ბერლინი ტექნოს სცენაა, ზუსტი შეფასება აღმოჩნდა. ვცდილობდი, სტერეოტიპულად არ ვყოფილიყავი განწყობილი, მაგრამ როდესაც ჩავედი, დავინახე, რომ მუსიკალური სივრცეების და აუდიტორიის უმრავლესობა სწორედ ტექნოზეა ორიენტირებული. ამის მიუხედავად, ბერლინში ხელოვანთა უზარმაზარი და მრავალფეროვანი ქომიუნითია. გერმანელი მსმენელი ძალიან დახვეწილია, უდიდეს მხარდაჭერას გამოხატავს დამწყები მუსიკოსების მიმართ.”

მიუხედავად ამ გამოწვევისა, Creams-ის რამდენიმე კონცერტი საინტერესო სივრცეში ჩატარდა. გერმანიაში ცხოვრებისას არტისტით Vogue Germany და Berliner Zeitung-ი დაინტერესდა. გარდა ამისა, Creams-მა ცნობილი მუსიკალური პროექტ COLORS SHOW-საგან შეთავაზება მიიღო. COLORS SHOW მუსიკალური სესიების ონლაინ პროექტია. სხვადასხვა დროს იქ ისეთი არტისტები გაერთიანდნენ  როგორებიც არიან: ბილი აილიში, Tyla, Tommy Cash და სხვები. 

„საბოლოოდ, ბერლინი ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა და ჩემი პორტფოლიოსათვის ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე.” – ამბობს Creams.

საინტერესოა, რომ დაანონსებულ კონცერტზე Creams ორ ახალ ტრეკს შეასრულებს. ეს ტრეკები არტისტის ახალ ალბომში შევა, რომლის გამოცემაც 2024 წელს იგეგმება. როგორც Creams ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს LP მისთვის განსაკუთრებულია, რადგან  ყველა სინგლი მის, როგორც  არტისტის პერსონას კარგად გამოხატავს.

„LP-ში თავდაპირველად 11 ტრეკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაოდენობა 14-მდე გავზარდე. მიზეზი ალბათ ის არის, რომ ყველა სინგლი მომწონს. უმეტესი ნაწილი საკმაოდ დინამიკურია. ორი ტრეკი არის ისეთი, რომელიც განსაკუთრებით მშვიდი და მელოდიურია, თუმცა მინდოდა, რომ ჩანაწერში ეს დრამატურგია ყოფილიყო. იშვიათად ხდება ისე, რომ ჩემი ნამუშევრები თავიდანვე მომწონდეს. დარელიზების დღემდე დეტალების შეცვლის პროცესში ვარ ხოლმე. ეს LP ის შემთხვევაა, როცა კმაყოფილი ვარ და როგორიც არის ისეთი მომწონს.” 

Creams:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში

მადამ ტიუსოს მუზეუმში ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა დაიდგა

შემდეგი სტატია

Route 94 – ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენის ვარსკვლავი Billboard Stage-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი