კით რიჩარდსი მეუღლეს ქორწინების იუბილეს ულოცავს

წყვილმა 1983 წელს იქორწინა.
კით რიჩარდსი და პატი ჰანსენი
Taylor Hill/FilmMagic

კით რიჩარდსსა და მის მეუღლეს პატი ჰანსენს ქორწინების 40 წელი შეუსრულდათ. ამ თარიღის აღსანიშნავად Rolling Stones-ის მუსიკოსმა ინსტაგრამზე მათი ქორწილის ფოტო გამოაქვეყნა. 

„პატრიციას, გილოცავ 40 წლის იუბილეს! მიყვარხარ. კითი,” – დააწერა რიჩარდსმა ფოტოს, სადაც ის და ჰანსენი, საქორწილო ტანსაცმელში გამოწყობილები, სანაპიროზე საქორწინო ტორტს ჭრიან. 

ქორწინების იუბილეს ყოველწლიურად აღნიშვნა კით რიჩარდსისთვის უცხო არ არის. შარშან როკერმა, რომელსაც ორშაბათს 80 წელი შეუსრულდა, მისი და ჰანსენის ქორწილის კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იგი მეუღლეს გიტარით ხელში სერენადას უმღერის. მაშინ მშობლებს ქორწინების იუბილე ქალიშვილმა თეოდორამაც მიულოცა. მან ინსტაგრამზე მშობლების საქორწინო კოცნის ფოტო დადო.

„წვეულება გვქონდა, სადაც აღვნიშნეთ მამას დაბადების დღე და ჩემი მშობლების ქორწინების 39 წლის იუბილე. Ძალიან ამაყი ვარ ამ ოჯახით. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ სიყვარული ისეთი ძლიერია, რომ მუდმივად წინ მივყავართ. მიყვარხართ, დედა და მამა. თქვენ ჩემი შთაგონება ხართ. და ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებ, ძვირფასო მამა,” – წერდა შარშან თეოდორა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

Will Kolak-ის სადებიუტო ალბომი – All my friends and enemies are fine

შემდეგი სტატია

ლევან წულაძის რჩეული მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი