2024 წელს ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

“ევროვიზია, ოცნებები ხდება!” – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.

მომღერალი ნუცა ბუზალაძე 2024 წლის  ევროვიზის სიმღერიკონკურსზე, შვედეთში, ქალაქ მალმეში საქართველოს წარადგენს.

“ევროვიზია 🤩 ოცნებები ხდება!🙏 ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით მთელს გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო 🇬🇪❤️” – წერს ნუცა ბუზალაძე.

ნუცა წლებია ქართულ შოუ ბიზნესში ყველასთვის ნაცნობი მომღერალია. იგი არაერთი მასშტაბური კონკურსის მონაწილე იყო. ნუცა ბუზალაძე  2023 წელს American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის მოხვდა. ნუცამ როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი. American Idol-ის შოუს  ფინალში კი ნუცამ დუეტი პოპ ვარსკვლავ, კაილი მინოუგთან შეასრულა.

ნუცა ბუზალაძის კონკურსების სია ასე გამოიყურება: „ნიჭიერი“ (ნახევარფინალისტი, 2011) „ერთი–ერთში“ (ფინალისტი, 2013), „ახალი ტალღა“ (გამარჯვებული, 2014) „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ნახევარფინალისტი, 2015), „The Voice of Turkey“ (ნახევარფინალისტი, 2017) „ყველა ერთად“ (ფინალისტი, 2020), Kenga Magjike (გამარჯვებული, 2021) „ყველა ერთად“ (ფინალისტი, 2021) და ბოლოს  American Idol (ტოპ 12, 2023). 

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში მაისის თვის დასაწყისში (7,9,11 რიცხვებში) გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Spice Girls, ნიუ-იორკი,1997 წლის 1 თებერვალი. ფოტო: ენ სუმა

Spice Girls-ის საფოსტო მარკები დაიბეჭდა

შემდეგი სტატია

ქართველმა მუსიკოსმა Neux-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Joy წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი

სელენა გომესმა ახალი ალბომის კიდევ ერთი ვერსია წარადგინა და ბონუსად 8 წლის წინანდელი სიმღერა – Stained გამოუშვა

„ფაქტობრივად, თითოეულ სიმღერაზე პატარა ისტორიას ვყვები, რათა ავხსნა, თუ რას ვგრძნობ და როგორ ვხედავ მათ,” – აღნიშნა მომღერალმა.
მეტი

ბიონსეს მამა შვილიშვილების მისამართით კანიე უესტის მიერ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება

„ადამიანებს თავიანთი სისულელე ძვირად უჯდებათ, განსაკუთრებით - მუსიკალურ ინდუსტრიაში.”
მეტი