ქართველმა მუსიკოსმა Neux-მა ახალი მუსიკალური ვიდეო – Joy წარადგინა

ვიდეოზე JAM PROJECT-მა იმუშავა.
Neux – Joy / Jam Project

Neux (ნატა ბერაძე) ქართველი არტისტია, რომელსაც ელექტრონული მუსიკის მსმენელი უკვე დიდი ხანია იცნობს. 2023 წელს Neux-მა მუსიკალური შემოქმედების ახალი ეტაპი დაიწყო და მსმენელს საკუთარი ვოკალური მხარეც გააცნო. ამჯერად არტისტმა სიმღერა სახელწოდებით –  Joy და მასზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. სიმღერის ტექსტი თავად NEUX-ს ეკუთვნის, ფროდაქშენზე არტისტმა Hoyah-მა იმუშავა, ხოლო მასტერინგზე ბერლინში დაფუძნებულმა სტუდია  – Olo Mastering-მა. მუსიკალური ვიდეო კი JAM PROJECT-მა გადაიღო. JAM PROJECT ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით მომუშავე არტისტების გაერთიანებაა. მისი დამფუძნებლები გრიგორ დევეჯიევი და მერაბ ჭუმბურიძე არიან. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Neux-მა JAM PROJECT-თან ითანამშრომლა. 2023 წლის მაისში არტისტმა კლიპი სახელწოდებით All I Want წარადგინა, რომელზეც სწორედ JAM PROJECT-მა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ All I Want იყო პირველი ნამუშევარი, როცა  მუსიკოსმა თავისი მელოდიისათვის ტექსტი დაწერა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2024 წელს ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

შემდეგი სტატია

ROUTE 94-ის კონცერტი  „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი