ოპრა უინფრიმ გრემის დაჯილდოების კულისებიდან ტეილორ სვიფტთან და სელინ დიონთან ერთად გადაღებული ვიდეოები გაავრცელა

ერთ-ერთ ვიდეოში ოპრა ტეილორს საუკეთესო ალბომის ნომინაციაში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.
ფოტო: ჯონი ნუნიეზი/ხმისჩამწერი აკადემია/Getty Images

ლოს-ანჯელესში გამართულ გრემის დაჯილდოებას, რომელიც 4 თებერვალს გაიმართა, არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა და მათ შორის იყო ამერიკული სატელევიზიო მედიის ვარსკვლავი ოპრა უინფრი. ცერემონიაზე უინფრიმ დაამტკიცა, რომ ის მუსიკის დიდი მოყვარულია, როდესაც თავის გამომწერებს ინსტაგრამზე  არაერთი ვიდეო გაუზიარა, სადაც მას კულისებში მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავებთან ერთად ვხედავთ. 

ერთ-ერთ ვიდეოში ოპრა ტელორ სვიფტს თბილად ესალმება და ეუბნება, რომ მან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ტეილორ სვიფტი პირველი მომღერალი გახდა, რომელმაც საუკეთესო ალბომის ნომინაციაში მეოთხედ გაიმარჯვა და ოპრას ეს ვიდეო სწორედ მისი დაჯილდოვების შემდეგ არის გადაღებული.. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ ამჯერად სვიფტის ალბომი Midnights გამოარჩია. 

გრემის ცერემონიაზე გადაღებულ კადრებში ოპრამ ასევე სელინ დიონთან შეხვედრა აღბეჭდა. გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში უინფრიმ მომღერალს “ძველი მეგობარი” უწოდა.  აღსანიშნავია, რომ დიონი გრემის დაჯილდოებაზე მოულოდნელად გამოჩნდა. მომღერალმა წლის ალბომის ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა. ეს სელინ დიონისათვის პირველი გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის დეკემბერში იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ამ დიაგნოზის გამო დიონი იძულებული იყო, 2023 წელს დაგეგმილი საკონცერტო ტურნე გაეუქმებინა.. 

“მათ ვისაც დღეს გრემის დაჯილდოებაზე დასწრება ხვდა წილად, არ უნდა დაავიწყდეს ის უდიდესი სიყვარული და სიხარული, რომელიც მუსიკას ადამიანებისათვის მოაქვს.” – მიმართა აუდიტორიას სელინ დიონმა. 

რაც შეეხება ოპრა უინფრის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ მასალას, მან ინსტაგრამზე ასევე გამოაქვეყნა კულისებში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ლენი კრავიცს ესაუბრება. 

აღსანიშნავია, რომ გრემის დაჯილდოებაზე განსაკუთრებული პატივი მიაგეს 2023 წელს გარდაცვლილ ლეგენდარულ მომღერალ ტინა ტერნერს. ამასთან დაკავშირებით მუსიკალური ნომერი მომღერალმა ფანტასია ბარინომ შეასრულა. ტინა ტერნერისადმი მიძღვნილი ეს ნომერი სწორედ ოპრამ წარადგინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი, Bad Bunny და SZA  მუსიკას Universal Music Group-ის ლეიბლებზე არ წერენ, მაგრამ TikTok-იდან მათი სიმღერები მაინც გაქრება

შემდეგი სტატია

ქართველი არტისტი .Gwatta. ახალ ალბომს მუსიკალური სპექტაკლის ფორმით წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი