U2-ს კონცერტის დროს ბონომ ალექსეი ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგო

კონცერტის წინა დღეს, რუსეთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა.
ფოტო: ჟიზელა შობერი/Getty Images

მუსიკოსმა ბონომ გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ლას-ვეგასში გამართული შოუს დროს პატივი მიაგო. სწორედ კონცერტის წინა დღეს, რუსეთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. „ალექსეი ნავალნი!”- თქვა ბონომ და აუდიტორიამ კრემლის მოწინააღმდეგის სახელის გამეორება დაიწყო.

„მალე ორი წელი გახდება, რაც პუტინი [უკრაინაში] შეიჭრა. ამ ხალხისათვის თავისუფლება უბრალოდ სიმღერის ერთ-ერთი სიტყვა არ არის. ამ ადამიანებისთვის თავისუფლება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა – იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინელები ამისათვის იბრძვიან და კვდებიან. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ალექსეი ნავალნიმ მისთვის [თავისუფლებისთვის] ყველაფერი გაწირა”, – მიმართა ბონომ მსმენელს.

ნავალნი პუტინის რეჟიმისადმი ყველაზე ღიად დაპირისპირებული პოლიტიკოსი იყო. 2020 წელს ის მოწამლეს, რის შემდეგაც სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ  დანაშაულში პუტინის როლი ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა, ნავალნი ამ ქმედებაში რუსეთის ლიდერს ადანაშაულებდა. მისი თქმით, ეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთვის დამახასიათებელი მკვლელობის ფორმა იყო. 

2021 წელს ნავალნი საკუთარი სურვილით რუსეთში დაბრუნდა. ის სამშობლოში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წლის დეკემბერში ის ციხიდან მოულოდნელად გაუჩინარდა და ახლობლები მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ნავალნი არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე კოლონიაში იყო გადაყვანილი. რუსეთის რეჟიმის ცნობით, ოპოზიციონერი სწორედ ამ კოლონიაში გარდაიცვალა.

U2 დიდი ხანია, რაც თავისი პოლიტიკური აქტივიზმით არის ცნობილი. ბონო ამ საკითხს არაერთხელ შეხებია თავისი შემოქმედებითა, თუ განცხადებებით. ორი წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბონო და მისი გიტარისტი ეჯი მალევე ჩავიდნენ უკრაინაში და კიევის ერთ-ერთ მეტროს სადგურში დაუკრეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Matthias Meyer

24 თებერვალს კლუბ Noble Savage-ში გერმანელი DJ და პროდიუსერი მატიას მეიერი წარდგება

შემდეგი სტატია

ჯეიმს ბრაუნის შესახებ გადაღებული სერიალის პრემიერა ტელეარხ ET-ზე შედგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი