24 თებერვალს კლუბ Noble Savage-ში გერმანელი DJ და პროდიუსერი მატიას მეიერი წარდგება

საღამოს Welcoming Set-ით ქართველი არტისტი გუგა თურქაძე, სასცენო სახელით So Laut გახსნის.
Matthias Meyer
Matthias Meyer

ცნობილი გერმანელი DJ და პროდიუსერი მატიას მეიერი ელექტრონულ სცენაზე 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და მისი ტრეკები ელექტრონულ-ანდერგრაუნდ მუსიკის სივრცეში პოპულარული მალევე გახდა.  ჰაუსის და ტექნოს ჟღერადობით გაჯერებული მისი მუსიკა ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ჟანრსაც აერთიანებს და თავბრუდამხვევ ეკლექტურ მუსიკას ქმნის.

მატიას მეიერი ერთ-ერთი ყველაზე  მოთხოვნადი სელექტორია მსოფლიოს მასშტაბით. მისი სეტები უნიკალურია. ორკესტრული რიტმებისა და ღრმა ჰიპნოზური მელოდიის ჭრილში მატიასის სტილი ელექტრონულ მუსიკაში უდავოდ გამორჩეულია. 

მატიას მეიერი  ბერლინური კლუბის, Watergate-ის თითქმის ათწლიანი რეზიდენტია. გარდა ამისა, ის Hot Since 82’s Pacha Ibiza Labyrinth-ზე იყო რეზიდენტად წარდგენილი. მატიას მეიერს რეგულარულად იწვევენ მსოფლიოს ისეთ წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე, როგორიც არის London Tobacco Dock, Liverpool’s Circus, Fabrik Madrid, Rex Paris და სხვა მრავალი. მისი შექმნილი მუსიკა კი ბევრი წამყვანი დიჯეის შთაგონების წყაროდ იქცა. მატიას მეიერი ცნობილია თავისი დინამიური დიჯეი პერფორმანსითაც.

კლუბ Noble Savage-ში 24 თებერვალს კარი 23:00 საათზე გაიღება, ბილეთების შეძენა კი TKT.ge-ს საშუალებით შეგეძლებათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

1971 – გოგი ძოძუაშვილმა, პროექტით Post Industrial Boys, ავტობიოგრაფიული ალბომი წარადგინა

შემდეგი სტატია

U2-ს კონცერტის დროს ბონომ ალექსეი ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი
Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

Club Darc ქალაქის 48-ე სანაპიროზე, უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისამდე გაიმართება.
მეტი
Jean-Michel Jarre FRANCOIS ROUSSEA

საფრანგეთი ელექტრონულ მუსიკას „არამატერიალურ კულტურულ ძეგლად“ აღიარებს

ელექტრონული მუსიკა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების ეს ფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფრანგეთის კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში.
მეტი

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება - მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
მეტი
ARGY

ელექტრონული მუსიკის სცენის ვარსკვლავი  ARGY თბილისში პირველად  დაუკრავს

Redium-ის ორგანიზებით კიდევ ერთი მასშტაბური ღონისძიება კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც აუდიტორიის წინაშე ცნობილი არტისტი ARGY წარდგება.
მეტი