ჯასტინ ტიმბერლეიკი ახალ ალბომში NSYNC-თან თანამშრომლობას ადასტურებს

ჯგუფ NSYNC-ის გულშემატკივრებო, ახალი მუსიკა გზაშია
ჯოუი ფეტოუნი, ლენს ბასი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, JC Chasez და კრის კირკპატრიკი NSYNC-დან 2023 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, 12 სექტემბერი, ნიუ ჯერსი. ფოტო: კევინ მაზური
ჯოუი ფეტოუნი, ლენს ბასი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, JC Chasez და კრის კირკპატრიკი NSYNC-დან 2023 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, 12 სექტემბერი, ნიუ ჯერსი. ფოტო: კევინ მაზური

ყველაფერი კვირის პირველ დღეებში დაიწყო, როდესაც ჯასტინ ტიმბერლეიკმა ტიკ-ტოკ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მომავალი ვინილ ალბომის, Everything I Thought It Was, შეფუთვას აჩვენებდა. აღსანიშნავია, რომ ალბომი 15 მარტს გამოვა. სანამ ჯასტინი ფილმებით შთაგონებული ალბომის ყდას განიხილავდა, გულშემატკივართა დაკვირვებულმა თვალმა ალბომის უკანა მხარეს სიმღერების ჩამონათვალი შენიშნა, სადაც სიმღერა Paradise წერია, ეს უკანასკნელი კი ჯასტინ ტიმბერლეიკის ყოფილი ჯგუფის, ამერიკული ბოიბენდის, NSYNC-ის სიმღერაა.

ტიმბერლეიკმა  ვიდეოში გულშემატკივართა კომენტარებიც ნახა, სადაც მისი მუსიკის მოყვარულები სწორედ ამ ფაქტს აღნიშნავდნენ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი მუსიკოსს მიწერა: „იმ შემთხვევაში, თუ ახალ ალბომში NSYNC-ის სიმღერა Paradise შედის, გვანიშნეთ და თვალები ორჯერ დაახამხამეთ. გულშემატკივარს ჯასტინ ტიმბერლეიკმა ვიდეოთი უპასუხა, სადაც სათვალეს იხსნის და თვალებს დასტურის ნიშნად ორჯერ ახამხამებს.

კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის კი NSYNC-ის ჯგუფის წევრმა კრის კრიკპატრიკმა კომენტარად თვალის ემოჯი დავოტოვა.

ნახეთ ჯასტინ ტიმბერლეიკის TikTok ვიდეო:

@justintimberlake Replying to @Briana Resendez ♬ original sound – Justin Timberlake

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პოლ მაკარტნი Yesterday-ს ტექსტის შთაგონების გულდასაწყვეტ მომენტს იხსენებს: „მხოლოდ რეტროსპექტივაში შეგიძლია, ეს დააფასო”

შემდეგი სტატია

„გადამწვარ ბაღებს” – Quemmekh-ის და ანდრო დადიანის მუსიკალური კოლაბორაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი